აშშ-ში უცხოელი სტუდენტების რიცხვი 42%-ით შემცირდა

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია American Immigration Council-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საერთაშორისო სტუდენტების რიცხვი კლებულობს და გასულ ფისკალურ წელს 42%-იანი კლება დაფიქსირდა.

როგორც კვლევის ავტორებმა განმარტეს კლების ტენდენცია სასწავლო ვიზების გაცემისა და სტუდენტებისთვის სამუშაო უფლების გაჭიანურებულმა პროცესმა გამოიწვია, სწორედ ამის გამო საერთაშორისო სტუდენტებისთვის აშშ აღარ გახლავთ პოპულარული ქვეყანა. კვლევის თანახმად – 2018 წელს გაიცა 389,579 სტუდენტური ვიზა, ხოლო გასულ ფისკალურ წლებში, წლიური მაჩვენებელი 677,928 სტუდენტური ვიზა იყო.

პრობლემა გამომდინარეობს იქიდან, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი დამატებითი რეგულაციები აამუშავა, რის გამოც მოლოდინის დრო კატასტროფულად გაიზარდა და ზოგიერთ სტუდენტს მთელი სემესტრის გაცდენა უხდება ვიზის მოლოდინის რეჟიმში. სწორედ ამიტომ, ბევრი საერთაშორისო სტუდენტი ისეთ ქვეყნებს ამჯობინებს სადაც სასწავლო ვიზა გაცილებით მარტივად გაიცემა და არ უწევთ დროისა და ფულის ხარჯვა.

კვლევის თანახმად, 2017 და 18 სასწავლო წლებში აშშ-ს უნივერსიტეტებში სწავლობდა 1.1 მილიონი საერთაშორისო სტუდენტი, მათ ქვეყანაში 34 მილიარდი შემოიტანეს, ხოლო მათ მიერ 455,000 არაპირდაპირ დასაქმებული ადამიანი იყო. ამ მონაცემებში შესულია უნივერსიტეტის, კამპუსის და სასადილოების მომსახურე თანამშრომლები + პროფესორები. გარდა სწავლის გადასახადისა, სტუდენტები ასევე იხდიდნენ სასწავლო მასალაში, კამპუსის ოთახების ქირის და სხვა ხარჯებს რომელიც აქვთ სტუდენტებს.

რამდენიმე უნივერსიტეტი გაერთიანებული წერილით მიმართავს აშშ-ს კონგრესის პალატებს, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას, სამშობლოს უსაფრთხოების დეპარტამენტს, სახელმწიფო დეპარტამენტსა და მის მდივანს, რათა მათ შეძლონ ამ პროცესების გამარტივება და რეფორმა, რადგანაც ამ ყველაფრით ზიანი ადგება აშშ-ს როგორც განათლების მიღების ყველაზე სასურველი ქვეყნის იმიჯს. ამ წერილს ხელს აწერენ ისეთი უნივერსიტეტები, როგორიც არის: ჰარვარდი, მასაჩუსეცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – MIT, პრინსთონი და იელი. ჩამოთვლილი უნივერსიტეტებს უკვე აქვთ საერთაშორისო სტუდენტების 7%-იანი კლება . ხოლო ქანზასის უნივერსიტეტის განაცხადებით, წლევანდელ სასწავლო პროცესს ვერ დაესწრება 500 საერთაშორისო სტუდენტი. ეს ყველაფერი კი სწორედ ამ გართულებული რეგულაციების გამო ხდება.

წყარო წყარო

Facebook Comments