უზენაესი სასამართლო უფლებას აძლევს ტრამპს რათა მან გამოიყენოს მკაცრი რეგულაცია თავშესაფრის მაძიებლების მიმართ.

აშშ-ს უზენაესი სასამართლოს შენობა Photo Credit: AP

ტრამპის ადმინისტრაციის გამარჯვება – გუშინ, გვიან ღამე, აშშ-ს უზენაესი სასამართლოს შვიდმა მოსამართლემ 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა კალიფორნიელი მოსამართლის გადაწყვეტილების გაუქმებას, რითაც ტრამპის ადმინისტრაციის რეგულაცია ძალაში დატოვა.

ივლისის თვეში კალიფორნის საოლქო მოსამართლემ შეაჩერა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის განკარგულება, რომელიც ეხება თავშესაფრის მაძიებლების. ადმინისტრაციის განკარგულებაში წერია რომ თუ პირს სურს ა.შ.შ-შო თავშესაფარი მიიღოს მაშინ ის პირდაპირ აშშ-ში უნდა შემოვიდეს, მესამე ქვეყნის გავლის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელს დააბრუნებენ მესამე ქვეყანაში ან პირდაპირ სამშობლოში.

რა თქმა უნდა, აღნიშნული განკარგულების ადრესატები ის ადამიანები არიან, რომლებიც ცდილობენ მესამე ქვეყნის [მექსიკის] გავლით შემოვიდნენ შტატებში და ისე მოითხოვონ თავშესაფარი, თუმცა ეს რეგულაცია არის ზოგადი და გავრცელდება ყველა იმ თავშესაფრის მაძიებელზე, რომელიც სხვა ქვეყნის გავლით მოხვდება შტატებში.

აღნიშნულ განკარგულებაში არაფერი წერია შეეხება თუ არა ცვლილება იმ ადამიანებს, ვინც მხოლოდ სატრანზიტოდ გამოიყენებს მესამე ქვეყენას. მაგალითად, როგორც ეს საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაშია, რადგანაც აშშ-ს და საქართველოს პირდაპირი ფრენები არ აქვს, შესაბამისად, ადამიანებს უწევთ სატრანზიტო, მესამე ქვეყნების გამოყენება.

ვინაიდან საქართველოს მოქალაქეები: აზერბაიჯანის, თურქეთის, უკრაინისა და ყატარის სატრანზიტო ზონის გამოყენებით შემოდიან შტატებში, ამიტომაც, თეთრი სახლის ადმინისტრაციის აღნიშნული განკარგულება საფრთხის შემცველია ქართველი თავშესაფრის მაძიებლებისთვისაც.

ჩვენი რედაქცია შეეცდება საკითხის გარკვევას და დამატებითი ცნობების მოპოვებას, რის შემდეგაც მკითხველს მივაწვდით კანონთან შესაბამის და გადამოწმებულ, დადასტურებულ და უტყუარ ინფორმაციას. მკითველს ვთხოვთ, ნუ აყვებიან სხვადსხვა ჯგუფებში გავრცელებულ ინფოირმაციას, რომელსაც არანირი სანდო წყარო ან საკანონმდებლო განმარტება არ აქვს და მხოლოდ ცალკეული პირების სუბიექტურ მოსაზრებას შეიცავს.

წყარო

Facebook Comments