უსაბუთო იმიგრანტები და გადასახადები

ავტორი: დალი ხოხობაშვილი

პასუხი დასმულ კითხვაზე: უნდა გადაიხადონ თუ არა, უსაბუთო იმიგრანტებმა გადასახადები და უნდა ჩააბარონ თუ არა დეკლარაცია?

მიუხედავად საემიგრაციო სტატუსისა, ვიზის ტიპისა, ქვეყანაში შემოსვლის მეთოდებისა, ყველაუდოკუმენტო იმიგრანტს აქვს მოვალეობა გადასახადების გადახდის. დეკლარაციის გაგზავნა-გადასახადის გადახდისას, არ ხდება ვიზის ინსპექცია შემოწმება. სოციალური უსაფრთხოების ნომერის არქონა ინდივიდუალური გადასახადის გადამხდელის ნომრით შეიძლება შეიცვალოს (ტაქს აიდი), ამ შემთხვევაში სახელმწიფო არ სვამს კითხვას ვიზის სტატუსთან დაკავშირებით.

დაეხმარება თუ არა არადოკუმენტირებულ იმიგრანტებს გადასახადების გადახდა ლეგალური სტატუსის მოპოვებაში? თუ ხართ არადოკუმენტირებული იმიგრანტი, ძალიან კარგი მიზეზია რომ დაიწყოთ გადასახადების გადახდა. მართალია საგადახასადო ნომრის (ტაქს აიდის) მონიჭება და გადასახადის გადახდა არ ნიშნავს საემიგრაციო სტატუსის მოპოვებას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც საემიგრაციო ქეისს დაიწყებთ გქონდეთ კარგი მორალური პიროვნების დახასიათება, the concept of good moral character, რაც პირველ რიგში აშშ-ში გადასახადების გადახდით გამოიხატება. კარგი მორალის პიროვნება, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია საეიგრაციო სტატუსის მინიჭებისთვის. ასევე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია კრიმინალური ჩანაწერის არქონა და ფიზიკურად ცხოვრება აშშ-ში.

როდესაც დეკლარაციას გზავნის და გადასახადებს იხდის არადოკუმენტირებული იმიგრანტი, ეს დეკლარაცია სამივე კრიტერიუმის დამადასტურებულია: ის ფიზიკურად იყო აშშ-ში წლები და ქმნიდა დოვლათს (შემოსავალს), არ აქვს კრიმინალური ჩანაწერი, რადგან მუშაობით იყო დაკავებული, ანუ, კარგი მორალური ხასიათის პიროვნებაა, რადგან მუშაობდა და იხდიდა გადასახადებს.

იმიგრანტები, რომლებსაც არ აქვთ სოციალური დაზღვევის ნომერი, შტატებისა და ლოკალურ ბიუჯეტებში ყოველწლიურად იხდიან 12 მილიარდ დოლარს (ყველა შტატი ერთად, 2017) გაყიდვის, ქონების, პერსონალური შემოსავლისა თუ აქციზის გადასახადის სახით.

ეროვნული სტატისტიკის მონაცემების მიხედვით, საშუალოდ, 11 მილიონი უსაბუთო ემიგრანტი თავისი შემოსავლის დაახლოებით 8%-ს გადასახადებში იხდის, რომელიც ავსებს შტატისა და ლოკალური მთავრობების ბიუჯეტებს. 2015 წელს ფედერალურ ხაზინაში 24 მილიარდი დოლარი შევიდა უსაბუთო იმიგრანტების მიერ ტაქსაიდითი გადახდილი პერსონალური შემოსავლის გადასახადის სახით.

წყარო

Facebook Comments