რით განსხვავდება W2 და 1099 ფორმები

ფორმები W2 და 1099Mis ორივე არის ინფორმაცია წლიური გამომუშავებული დაბეგვრადი თანხის შესახებ (income), მაგრამ ისინი სხვადასხვანაირად კლასიფიცირდება და სხვადასხვა მიზანს ემსახურებიან.

ფორმა W-2– დაქირავებული თანამშრომლის ხელფასი (employee)- არის წლიური ხელფასის ჯამური ფორმა რომელიც აჯამებს წლის განმავლობაში გამომუშავებულ და გადახდილ ფედერალურ, შტატის და ადგილობრივ გადასახადებს და იძლევა სრულყოფილ ინფორმაციას შემდგომი პერსონალური დეკლარაციის (income tax) მომზადებისათვის.

ფორმა ეძლევათ მხოლოდ იმათ ვინც ყოველი ჩეკიდან სისტემატიურად იხდის გადასახადებს წლის განმავლობაში. ფორმა W2-ში არის სავალდებულო სახელმწიფო ფიქსირებულ ტარიფიანი გადასახადები და ასევე არის უჯრები განკუთვნილი ბენეფიტების (benefits ) და სხვა დამატებითი (optional and additional) გადასახადებისთვის, თუ ისინი ჰქონდა პიროვნებას წლის განმავლობაში. ფომრაW- 2 აჩვენებს მხოლოდ თქვენს (employee) მიერ გადახდილ გადასახადებს თქვენი ჩეკიდან. გარდა თქვენს მიერ გადახდილი გადასახადებისა, ასევე თქვენი დამქირავებელი (employer) კანონით იხდის თქვენს სასარგებლოდ სოციალური უსაფრთხოების (6,2%) Social Security tax) და სამედიცინო დაზღვევის (1,45%)(Medicare tax) ფედერალურ გადასახადებს.

ასე რომ ფორმა W-2ს მიმღებებს წლის ბოლოსთვის უკვე გადახდილი აქვთ გადასახადები როგორც საკუთარი ფონდიდან (employee), ასევე დამქირავებლის (employer) მიერ კვარტალურად. საგადასახადო დეკლარაციის (income tax) მომზადების დროს თითქმის აღარ უწევთ გადასახადის გადახდა, იმ შემთხვევაში თუ საკმარისი ტარიფითაა გადასახადები დაბეგრილი და უკვე გადახდილი.

ტარიფის საკმარისობაში იგულისხმება სწორი ინფორმაციის-სტატუსის მითითება როდესაც ავსებთ ფორმა W-4ს დაქირავების მომენტში, წლის დასაწყისში. ანუ თუ თქვენ დასაქორწინებელი (single) ხართ შეერთებულ შტატებში, მაგრამ შეცდომით მიუთითეთ დაოჯახებული და შვილებიანი (married with dependents), ნიშნავს რომ ნაკლებ გადასახადს გადაიხდით ყოველი ჩეკიდან, და წლის ბოლოს დეკლარაციის მომზადებისას აუცილებლად მოგიწევთ დამატება იმ არგადახდილი გადასახდის, რაც თავიდანვე უნდა გადაგეხადათ. ამ შეცდომას ბევრი უშვებს. 

ფორმა 1099-თვითდასაქმებულის შემოსავალი ეძლევა დამოუკიდებელ კონტრაქტორს და მასზე არანაირი გადასახადი არ იხდება არც დამქირავებლის და არც კონტრაქტორის მიერ წლის განმავლობაში.

1099 შემთხვევაში დამქირავებელი და დაქირავებული (employer and employee) არის ერთიდაიგივე ადამიანი, რომელიც წლის ბოლოს ორმაგ გადასახადს გადაიხდის ორივე მხარის სასრგებლოდ (დამქირავებელ-დაქირავებული). W-2ს შემთხვევაში შესაბამისი კანონით არის დადგენილი W-2 ს შემთხვევაში ხარჯების სია, რომელიც ნებადართულია ჩამოსაწერად. ჩამოსაწერი სია ძალიან არის შეზღუდული და თანაც პირდაპირ არ ამცირებს შემოსავალს,(itemized deduction) არამედ ირიბად, და ზოგჯერ არც ირიბად, თუ შემოსავალი მაღალია.

2018 წლისათვის ახალი საგადასახადო კანონით, ხარჯების სია W-2სთვის კიდევ უფრო შემცირდა. Form 1099-misc-ს შემთხვევაში ხარჯების სია უფრო მეტია და ის განისაზღვრება თქვენი ბიზნესისი სპეციფიკაციით. პერსონალური ხარჯების ჩამოწერა არაა დაშვებული არც ერთი ფორმის შემთხვევაში.

ავტორი დალი ხოხობაშვილი

Facebook Comments