გადასახადების მინიმიზაციის რჩევები

Photo by Alexander Mils on Pexels.com

გადასახადების მინიმიზაციის რჩევები წლის ბოლოსთვის ( ბიზნესის მფლობელებისთვისა და თვითდასაქმებულთათვის).

მართალია გადასახადების გადახდა გარდაუვალია აშშ-ში, მაგრამ არის საშუალებები, რომლის ჭკვიანური გამოყენებაც დაგიზოგავთ გადასახადებს.

1. განსაზღვრეთ თუ უკვე შემოსული შემოსავლების და გაწეული ხარჯების როგორი კომბინაცია მოგიტანთ უფრო მეტ დანაზოგს. შეიძლება ჯობდეს ბიზნესი-კორპორაცია დაარეგისტრიროთ, შეიძლება ჯობდეს თვითდასაქმებული დარჩეთ ამ წელს და აიცილოთ თავიდან ინკორპორაციის (რეგისტრაციის) ხარჯი, შეიძლება ჯობდეს შეუცვალოთ სტატუსი უკვე არსებულ ბიზნესს გადააკეთოთ -S-corporation, შეიძლება ჯობდეს კონტრაქტორი (1099) გახდეთ და არა თანამშრომელი (W-2) ან პირიქით. ეს უნდა განისაზღვროს იმსიდა მიხედვით თუ რა სტატუსი გაქვთ (დაქორწინებული შვილებით (MARRIED) თუ დასაქორწინებელი( single), და ასევე რამდენი შემოსავალი და რა სახის ხარჯები გქონდათ. არასწორად მოწყობილი დეკლარაციამ (income tax) შეიძლება აუდიტის რისკი გაზარდოს თუ გაბერილ ხარჯებს დაწერთ, ან პირიქით, მეტი გადასახადი გადაგახდევინოთ.

2. გადაიხადეთ წინასწარ 2019 გადასახადები რამდენჯერმე წლის განმავლობაში (estimated taxes) , მაგრამ თუ არ გადაგიხდიათ ჯერ კიდევ, თქვენ გაქვთ ვადა 15 იანვრამდე (2020). ამით თავიდან აიცილებთ მაღალი გადასახადის წინასწარ არ-გადახდის ჯარიმას და ასევე აიცილებთ ერთნაირად გადასახადის გადახდის ტვირთს.

3. გააკეთეთ საპენსიო კერძო ფონდი (including SIMPLE IRA, SEP IRA, 401(k)) და ჩარიცხეთ თანხები, ის თქვენი ფულია, გენახებათ, იზრდება სამომავლოთ და საგრძნობლად შეამცირებს გადასახადს დღეს.

4. გადაავადეთ 2019 დეკემბრის შემოსავალი 2020 წლის იანვრისთვის (რამდენადაც შეგიძლეათ): დეკემბერში მიღებული ჩეკები შეიტანეთ ბანკში იანვარში, ან გაუგზავნეთ კლიენტს ინვოისი იანვარში დეკემბრის მაგივრად. გასწიეთ 2020 წლის ხარჯები წინასწერბით 2019 წლის დეკემბერში. გადაიხადეთ წინასწარ ხარჯები 2019 ში და ამით მოგებას შეიმცირებთ (რენტა, დაზღვევა …), და ნუ იდარდებთ მომავალ წელზე, იმიტომ რომ ჯერ 2019 წელია პრიორიტეტი.

5. ეცადეთ წლის ბოლოს 31 დეკემბრისთვის რაც შეიძლება დადაბალი ბალანსი დარჩეს ბანკში, და ეს არ ნიშნავს ქეში გამოიტანოთ და პირადი სიამოვნებითვის გამოიყენოთ, გადასახადებს მხოლოდ ბიზნესისთვის გაწეული ხარჯები შეგიმცირებთ და არა პერსონალურისთვის.
სტატია მოამზადა დალი ხოხობაშვილმა

Facebook Comments