როგორ მოვემზადოთ წლის ბოლოსთვის რათა შემოსავლის დეკლარაციიდან არაფერი არ გამოგვრჩეს.

აშშ-ში სხვა უამრავ მოვალეობასთან ერთად წლიური საშემოსავლო დეკლარაციის მომზადება და გადასახადის გადახდა საკმაოდ შრომატევადი და სტრესული პროცესია.

თუ კარგად არ მოვემზადეთ შესაბამისი ინფორმაციით, შესაძლოა ან ზედმეტი თანხა, ანდაც ნაკლები გადავიხადოთ, რომელიც არანაკლებ სტრესულია და მომავალში აუდიტის საფრთხეს ქმნის. დეკლარაცია და ინფორმაციის მომზადების პროცესი განსხვავებულია თვითსდასაქმებულთა (1099), ბიზნესის მფლობელთა (s-corporation, LLC) და დაქირავებულთა მიერ (W2) იმდენად, რამდენადაც თვითდასაქმებულები და დაქირავებულები უნდა დაველოდოთ წლიურ ფორმებს (1099, w2).

საკუთარი ბიზნესის მფლობელები და ის თვითდასაქმებულები ვინც არ ელოდებიან და არ მიიღებენ ფორმა 1099ს, უნდა დაეყრდნონ ბანკის ყოველთვიურ ამონაწერებს. შემოსავალი და ხარჯები ბანკის მიხედვით ჯამდება. გარდა დეპოზიტისა (შემოსავლისა), ბანკიდან დახარჯული თანხებით იანგარიშება წლიური ჯამური ხარჯები. ასე რომ, როგორც კი დამთავრდება დეკემბერი, კორპორაციის და შპს მფლობელებს უკვე შეუძლიათ დაიწყონ ინფორმაციის მომზადება.

თვითდასაქმებულებმა და კორპორაციის მფლობელებმა, მივაქციოთ ყურადრება ქეშით გადახდილ ბიზნეს ხარჯებს, რომელიც ქვითრებით უნდა იყოს გამაგრებული შემოწმების შემთხვევაში. ასევე, არ გამოგრჩეთ სხვა საკრედიტო ბარათებით გადახდილი ხარჯები, რომლებიც წლის განმავლობაში ბიზნესისთვის გამოიყენეთ. გადახედეთ ყველა საბანკო ანგარიშს და საკრედიტო ბარათების 12 თვის ანგარიშებს, ყველაფერი არ გახსოვთ და აუცილებლად სასარგებლო ხარჯს იპოვით. ხარჯებს, რაც პერსონალურ დეკლარაციაში გამოგადგებათ ბიზნესის ხასიათი უნდა ქონდეს, რადგან პირადი ხარჯები უმეტესად არსად არ დაგჭირდებათ იქიდან გამომდინარე, რომ პერსონალურ დეკლარაციაში სახელმწიფომ უკვე მოგცათ სტანდარტული ზედა ზღვარი პირადი ხარჯებისთვის. ისეთი პირადი ხარჯები, როგორიცაა სამედიცინო, ბავშვის ბაღის ან სკოლის მერე პროგრამაში, სტუდენტისთვის კოლეჯში, ან წიგნებში გადახდილი ხარჯები, არ არის სტანდარტული და უნდა დაამატოთ დეკლარაციას იმისდა მიუხედავად რა ფომა გაქვთ მიღებული 1099 თუ W2.

ასევე ყველას, ვინც ფლობს სახლს, დასჭირდება იპოთეკური სესხის პროცენტის და ქონების გადასახადის ამონაწერი ფორმა 1098- mortgage, სტუდენტური სესხის გადამხდელებს წლიური გადახდილი პროცენტი, ფასიანი ქაღალდების მფლობელებს- ფორმა 1099-B, საბროკერო ანგარიშის წლიური ამონაწერი დივიდენდით და მოგებით ან წაგებით (თუ გაქვთ), საპენსიო ფონდის შემოსავალი თუ ფონდში ჩარიცხული თანხა (თუ გაქვთ). გამორჩენილი შემოსავალი თუ გასავალი ძვირი დაგიჯდებათ.

რჩევები პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობიღ მოამზადა დალი ხოხობაშვილმა

Facebook Comments