4 წელი ტრაგედიიდან – ვერეს ხეობის წყალდიდობა

წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში, თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა. სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დღემდე დაკარგულად ითვლება.

June 13 - Tbilisi Flood

განადგურდა თბილისის ზოოპარკის 90%, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, ცხოველების გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს.

პირველი დარტყმა საკუთარ თავზე სვანიძის ქუჩაზე თამაზ ელიზბარაშვილის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარმა მიიღო, სადაც უამრავი ძაღლი და 10 დათვი ცხოვრობდა. თავშესაფრის თანამშრომლებმა ცხოველების გადასარჩენად ყველაფერი იღონეს, მაგრამ წყლის დიდი ნაკადის გამო მათ ყველა ცხოველის გადარჩენა ვერ შეძლეს. წყლის დონე უფრო და უფრო მატულობდა, რის გამოც სვანიძის ქუჩის მოსახლეობის დიდ ნაწილს სახლები გაუნადგურდა.

მდინარე ვერეს ადიდებას ემსხვერპლა ხალხი, რომლებიც ახალ შემოვლით გზაზე იმყოფებოდნენ. ათობით ავტომობილი დაზიანდა და განადგურდა. ყველამ ვერ შეძლო ავტომობილის დატოვება. ამ დროს წყალი გაუჩერებლად მიედინებოდა, რამაც დიდი ზიანი მიაყენა „მზიურსაც“ და თბილისის ზოოპარკსაც, სადაც ბევრი ცხოველი დაიღუპა, ნაწილმა კი ვოლიერიდან გამოღწევა შეძლო და ქალაქში გამოვიდა.

June 13 - Tbilisi Flood

წყალდიდობის ბოლო წერტილი გმირთა მოედანი და მიმდებარე ტერიტორია იყო, ასევე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ნაწილი. წყალმა გაანადგურა ქალაქის ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საკომუნიკაციო სისტემები. წყალდიდობის შედეგად 200-ზე მეტი ოჯახი დაზარალდა.

Mziuri Volunteers

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.