საიმიგრაციო მოსამართლეები კარვებში გამართავენ მოსმენებს.

საიმიგრაციო სასამართლოს კარავი

პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და იუსტიციის დეპარტამენტის ერთობლივი მუშაობით გადაწყდა რომ მექსიკა-თექსისის საზღვარზე განლაგდეს სეფას ტიპის ნაგებობები და იქ გაიმართოს საიმიგრაციო საქმეების განხილვა და მოსმენა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია დაჩქარდეს თავშესაფრის მოთხოვნის პროცესისა და სადაო საქმეების უმოკლეს ვადებში განხილვა. იუსტიციის დეპარტამენტმა უკვე გამოყო 150 საიმიგრაციო მოსამართლე, რომელიც იმუშავებს საზღვრისპირა კარვებში. იმ შემთხვევაში თუ მოსამართლეთა რაოდენობა არ იქნება საკმარისი, საქმეში ჩაერთვებიან სხვა მოსამართლეები, ვიდეო-კონფერენციისმეშვეობით. (რედ. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ტერიტორიაზე სულ 58 საიმიგრაციო სასამართლოა, რომელსაც თავმჯდომარეობს 394 საიმიგრაციო მოსამართლე.)

სამშობლოს უსაფრთხოების დეპარტამენტის (DHS) მიერ იქნა შემუშავებული პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომლის დახმარებით, 2019 წლის იანვრიდან, ჯამში 15,000 თავშესაფრის მაძიებელს ეთქვა უარი, რის შემდეგ ისინი გააბრუნეს სამშობლოში. (რედ. ამ სახელმძღვანელოს არაოფიციალური სახელია “დარჩი მექსიკაში” “Remain in Mexico”, ოფიციალური სახელი Migrant Protection Protocols (MPP))

აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან პროტესტი. მათი თქმით თავშესაფრის მაძიებელთა უმრავლესობას არ ექნება შესაძლებლობა, რათა მათი ინტერესები დაიცვას საიმიგრაციო ადვოკატმა. ორგანიზაციები გეგმავენ ფართომასშტაბიანი კამპანიის წამოწყებას რათა აშშ-ს საიმიგრაციო სამართლის იურისტებმა უფასოდ დაიცვან ეს ადამიანები (რედ. აშშ-ს კანონის თანახმად, ადვოკატს რომელსაც აქვს მუშაობის ლიცენზია, ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც უფასოდ (pro-bono) დაიცვას ადამიანი სასამართლოს წინაშე.

წყარო წყარო

Facebook Comments