თექსისის შტატი აღარ მიიღებს თავშესაფრის მაძიებლებს

თექსისი გახდა პირველი შტატი, რომელმაც უარი თქვა თავშესაფრის მაძიებლების მიღებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სავარაუდოდ პრეზიდენტი ტრამპის დამსახურებაცაა, რომელმაც შტატებს უფლება მისცა ზემოთხსენებული ხალხის შემოსვლა ადგილობრივ დონეზე თავადვე გადაეწყვიტათ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე თექსისის გუბერნატორის – გრეგ ებოტის წერილში წერია, რომელიც მან სახელმწიფო დეპარტამენტში გააგზავნა.

ამ დროისთვის, 50-დან 42 შტატია თანახმა თავშესაფრის მაძიებლების მიღებაზე 2020 წელს, თუმცა შესაძლოა თექსისის გადაწყვეტილება ყველასთვის სამაგალითო გახდეს. საბოლოო გადაწყვეტილება კი 21 იანვარს გახდება ცნობილი.

თავად ებოტმა საკუთარი ნაბიჯი იმით ახსნა, რომ თექსისი საკმაოდ მძიმედ დაზარალდა არალეგალური იმიგრაციით. ებოტი ასევე ადასტურებს, რომ თექსისის შტატი ყველა ძალებს გაიღებს იმისთვის, რათა შტატში მცხოვრებ მოსახლეობას დაეხმაროს, მათ შორის იმ ხალხსაც, რომლებიც თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით უკვე ცხოვრობენ იქ.

2018-2019 წლებში თექსის შტატმა 2457 ადამიანი მიიღო, ან შეგვიძლია ვთქვათ 8% იმ ადამიანებისა, რომლებიც მთელმა შეერთებულმა შტატებმა მიიღო როგორც თავშესაფრის მაძიებლად. ამ პერიოდში გამოირჩეოდა კიდევ სამი შტატი – კალიფორნია, ნიუ-იორკი და ვაშინგტონი, რომლებმაც – 1841, 1845, 1947 ადამიანი მიიღეს.

აღსანიშნავია 2015 წლის მოვლენებიც, როდესაც საფრანგეთის დედაქალაქ, პარიზში ტერორისტული აქტი განხორციელდა, ამერიკის 30-მა შტატმა, მათ შორის თექსისმა ოფიციალურად განაცხადა, რომ თავშესაფრის მაძიებელი სირიელების მიღება აღარ სურდათ, მიზეზად კი სირიის სამოქალაქო ომი დასახელდა.

წყარო

Facebook Comments