ამერიკაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

ამერიკაში ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის მე-15 დაინფიცირებული დარეგისტრირდა, ახალი პაციენტი უჰანიდან ევაკუირებული ამერიკის მოქალაქეა.

ინფორმაცია დაავადების ცენტრის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, პაციენტი თექსისის სამხედრო ბაზის კარანტინში იმყოფებოდა, ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ქვეყნის მასშტაბით კარანტინში ჩინეთიდან ევაკუირებული 600-მდე მოქალაქე იმყოფება და დიდი ალბათობით ვირუსის მატარებელთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.

რაც შეეხება ეპიცენტრს, ჩინეთის ოფიციალური წარმომადგენლობის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 1367 ადამიანს ითვლის.

წყარო

Facebook Comments