თავშესაფარი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძალისხმევით, 1950/51 წელს ცივილიზებული მსოფლიო შეთანხმდა და შეიმუშავა საერთაშორისო კონვენცია, რომელიც განსაზღვრავს დევნილთა სტატუსს, უფლებებსა და ლეგალიზებისთვის აუცილებელ გასავლელ გზას. მართალია, სხვადასხვა სახელმწიფოს განსხვავებული საკანონმდებლო ნორმები და ვადები აქვს, თუმცა ზოგადი პრინციპი ერთნაირია. უმთავრესი პრინციპია; ზემოთ ხსენებული კონვენციის ხელისმომწერ არც ერთ სახელმწიფოს, არ აქვს უფლება, უარი უთხრას მის ტერიტორიაზე მყოფ თავშესაფრის მაძიებელ უცხო ქვეყნის მოქალაქეს თავშესაფრის მინიჭების განხილვაზე.

რა უნდა იცოდეთ პირველ რიგში; ა.შ.შ.-ში თავშესაფრის მოთხოვნა შესაძლებელია სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთიდან არაუგვიანეს 12 თვისა.

როდესაც ა.შ.შ-ში თავშესაფრის მოთხოვნის პროცესს წამოიწყებთ, საჭიროა შეავსოთ I-589 ფორმა, რომელშიც მითითებულია, რის საფუძველზე გსურთ თავშესაფარი და რატომ სთხოვთ ა.შ.შ.-ს დაცვას. თავშესაფრის მინიჭება მოხდება იმ შემთხვევაში თუ თქვენი დევნა ხდებოდა:

  • რასის.

თუ თქვენი რასის გამო ხდებოდა თქვენი შევიწროება, ცემა, დევნა, სამსახურიდან განთავისუფლება, ქონების მასიური დაზიანება/განადგურება ანდა ჩამორთმევა, მომხდარა თქვენი რასის წარმომადგნელების ჯგუფური ცემა და მოკვლა. 

  • ეროვნების.
მაგალითად, თუ თქვენი ეთნიკურობის გამო ხდებოდით: დევნის, ჩაგვრის, ცემის ანდა დისკრიმინაციის სხვა ფორმის მსხვერპლი. თუ თქვენი ეროვნების ჯგუფის წარმომადგნლები, ხშირად იყვნენ სახელმწიფოს, პოლიციის, საზოგადოებრივი მოძრაობის, პოლიტიკური პარტიის ანდა ქუჩის ბანდის სამიზნე, როგორც ეს ხდებოდა 80/90 წლებში საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში და მის შემდგომ, როდესაც ექსტრემისტულ-ნაციონალისტური ჯგუფები გააქტიურდა და იდევნებოდნენ სხვადსხვა ეროვნების ადამიანები.
  • პოლიტიკური შეხედულებების.
მაგალითად, თქვენ იდევნებოდით პოლიტიკური შეხედულებების გამო, რომელიმე პარტიაში გაწევრიანების გამო, თქვენი აზრის საჯაროდ გამოხატვისთვის გცემეს, სამსახურიდან დაგითხოვეს და შეგავიწროვეს. თუმცა მხოლოდ ოპონენტთან კამათი, რომელიც ხელჩართული ბრძოლაში გადაიზარდა ვერაფრით იქნება თავშესაფრის მოთხოვნის მოტივი, თუმცა ეს კონკრეტული მაგალითი გაამყარებს თქვენს მოტივს და “ქეისისთვის” მტკიცებულებად გამოდგება. 
  • სოციალური ჯგუფის მუკუთვნებულობის გამო.
როგორც წესი, ამ პუნქტში ლგბტ თემის წევრები ხვდებიან. თუმცა სულაც არ კმარა იმი თქმა რომ თქვენ კაცი ან ქალი ჰომოსექსუალი ხართ. როდესაც განაცხადებთ იმას, რომ ხართ გეი ან ლესბოსელი, ან ტრანსგენდერი ადამიანი, უნდა დაამტკიცოთ ამ ჯგუფისადმი მიკუთვნებულობა. სხვადსხვა მხარდამჭერი წერილებით საქართველოში არსებული ლგბტ თემაზე მომუშავე ორგანიზაციებიდან. დევნის, ცემის ან შევიწროების ვიდეო/ფოტო მასალა, სამედიცინო ცნობები, ოჯახის წევრების ჩვენებები.
  • რელიგიური აღმსარებლობის.
ამ პუნქტში ხვდებიან ნებისმიერი რელიგიური დენომინაციის წევრები, რომლებიც საქართველოში უმცირესობას წარმოადგენენ და არა უმრავლესობას. უნდა შეძლოთ და დაამტკიცოთ, რომ ნამდვილად ამ რელიგიურ კონფესიას მიეკუთვნებით და მისი აქტიური წევრიც ხართ. დაამტკიცოთ რომ ზუსტად ამ რელიგიური კონფესიის წევრობის გამო განიცადეთ დევნა, ჩაგვრა და ცემა. საჭირო იქნება, კონფესიის სულიერი ლიდერის ან მოძღვარის/მღვდლის წერილობითი დამოწმება/ჩვენება. 
“ქეისის” არგუმენტი არ შეიძლება და ვერ იქნება შემდეგი ფაქტორები:
  • მძიმე ეკონომიკური პირობები და მათი გაუმჯობესების სურვილი.
  • ომი და კონფლიქტური სიტუაცია (ნუ აგერევათ დევნილობა და იძულებით გადაადგილებული პირის ლეგალური სტატუსი)
  • სახელმწიფოს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკასთან კონფლიქტი.
  • ლარის კურსის მერყეობა ანდა ბიზნესის წამოების სირთულეები.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა არის პირადი შემთხვევა და ვერაფრით ვერ მოხდება მათი განზოგადება, ასეთი მიზეზების გამო შედგენილი “ქეისის” ავტორი, განწირულია დეპორტაციისთვის.

თავშესაფრის მოთხოვნის პროცესი და ეტაპები 

სანამ ამ პროცესს წამოიწყებთ, კარგი იქნება თუ ყველა ეტაპს გაიაზრებთ, აწონ-დაწონით შანსებს და შესაძლო გართულებებს, რადგანაც ცუდი არგუმენტებით აწყობილი ქეისი, მცირედი ტყუილი და თქვენი დრო, ფული და დახარჯული ნერვები წყალში ჩაგეყრებათ. ყველამ კარგად იცით, რომ საიმიგრაციო პროცესები გარდა იურისტის ანაზღაურებისა, ასევე მოიცავს სახელმწიფო მოსაკრებლებს, რომელიც არც თუ ისე მცირეა მიგრაციაში მყოფი ადამიანისთვის.  რა თქმა უნდა შესაძლებელია ყველა ამ პროცედურის გავლა იურისტის ან პარალეგალის დახმარების გარეშე, რითაც დაზოგავთ უამრავ ფულს (მინიმუმ 1000$ და მაქსიმუმ 6-7,000$) თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ ამ ფორმების შესავსებათ დაგჭირდებათ ინგლისურის ცოდნა, რაც საუბედუროდ აქ ჩამოსული ადამიანების უმრავლესობას ინგლისურის დონე მინიმუმზე დაბალი აქვთ, რითაც სარგებლობენ პარალეგალები და იურისტები. მაგრამ, ასევე შესაძლებელია ინკლისურიც იცოდეთ, თუმცა ვერ შეავსოთ და ვერ გაიაროთ ეს ბიუროკრატიული წრე, სწორედ ამ დროს არის კარგი სახსრების ქონა და კომპეტენტური ადამიანის ჩართვა.
რა თქმა უნდა, არსებობენ უფასო იურისტები,  აქაური კანონებით, იურისტები ვალდებულნი არიან წელიწადში ერთხელ PRO BONO-ზე (უფასოდ) შეასრულონ ერთი საქმე. შეიძლება გაგიმართლოთ და ნახოთ ასეთი იურისტი, ან რაიმე საქველმოქმედო ორგანიზაციას მიაკითხოთ და ისინი დაგეხმარებიან, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ასეთ ორგანიზაციებში რიგებია და “მუშახელის” მუდმივი უკმარისობა.  ასევე კარგად დაიმახსოვრეთ, არ უნდა ენდოთ ყველას ვინც შემოგთავაზებთ ასეთ დახმარებას (ანაზღაურებადს) ხშირად ხდება, ისე რომ პარალეგალები ან იურისტები უფუჭებენ საქმეს. გაიკითხეთ სანაცნობოში, ნახეთ ინტერნეტში გამოძახილები ამ ადამიანის შესახებ და ა.შ. 
მაშ ასე; 
პირველი ნაბიჯი. ფორმა I-589-ის შევსება და ყველა საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება (ამ ნაწილს დეტალურად აღვწერ ქვემოთ). 
მეორე ნაბიჯი. შეგროვებული დოკუმენტაციის, შევსებული ფორმისა და ყველა მტკიცებულების ფოსტით გაგზავნა USCIS-ის ოფისში (იგივე საიმიგრაციო სააგენტო).
ნაბიჯი მესამე. კონვერტის გაგზავნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, USCIS-ი გამოგიგზავნით წერილს, რომელიც ბიომეტრული მონაცემების ჩასაბარებელი განყოფილების მისამართს გამცნობთ. ასევე ეს წერილი უნდა შეინახოთ, შემდეგში საჭიროების შემთხვევაში, პოლიციისთვის ან სხვა ავტორიზებული პირებისთვის საჩვენებლად. ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც დაამტკიცებს, იმას, რომ ტქვენ არ ხართ სავიზო/საპასპორტო რეჟიმის დამრღვევი და ქვეყანაში ლეგალურად იმყოფებით, რის შესახებაც, ფედერალურ მთავრობას აქვს ინფორმაცია. ამ წერილის მიღებისას თქვენ გაქვთ 14 დღე, რათა გამოცხადდეთ ბიომეტრული მონაცემების ჩასაბარებელ განყოფილებაში. ბიომეტრული მონაცემებში იგულისხმება: ფოტო, თითის ანაბეჭდები და სხვა ბიომეტრული მონაცემები. მნიშვნელოვანია რომ გამოცხადდეთ არა 14 დღის გასვლის შემდეგ არამედ ამ 14 დღის განმავლობაში. ბიომეტრიკის ჩაბარებაზე გამოუცხადებლობა გამოიწვევს თქვენი საქმის გაუქმებას ან გაართულებს შემდეგ ეტაპებს. 
მეოთხე ნაბიჯი. მას შემდეგ რაც ბიომეტრული მონაცემები ჩააბარეთ, უნდა დაიწყოთ 150 დღის ათვლა. როდესაც გავა 150 დღე, თქვენ შეგიძლიათ გაგზავნოთ სამუშაოს უფლების ფორმა I-765 საიმიგრაციო სააგენტოს მისამართზე, რომელიც მოგივათ 90 დღის ვადაში. სამუშაო უფლებამდე მოგივათ დოკუმენტი, რომელიც უნდა წარადგინოთ თქვენი ბოროუს სოციალური უსაფრთხოების ადმინისტრაციაში, რის შემდეგაც 2 კვირის ვადაში მოგივათ თქვენი სოციალური უსაფრთხოების ნომერი. ამასობაში, სამუშაო უფლებაც მოგივათ ფოსტით, რაც ნიშნავს იმას რომ , თქვენ უკვე გადალახული გაქვთ ბიუროკრატიის ერთი საფეხური. 
ნაბიჯი მეხუთე. ინტერვიუსათვის მზადება და ლოდინი ზოგიერთ შემთხვევაში, როგორც ეს კალიფორნიის შტატში ხდება შეიძლება 5 წელზე მეტი გაგრძელდეს, რადგანაც ძალიან არის გადატვირთული კალიფორნიის საიმიგრაციო ოფისი. 2017 წლის თებერვლის მონაცემებით ჯერ კიდევ 2012 წლის ფორმებზე მუშაობდნენ.  სანამ თქვენ ინტერვიუს ელოდებით, თქვენ გაქვთ მუშაობის უფლება, თუმცა მხოლოდ 1 წლის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ თქვენ უნდა გაგზავნოთ იგივე სამუშაო უფლების ფორმა I-765 განახლების მოთხოვნით, შევასოთ ეს ფორმა, თან დაურთოთ პერსონალური ჩეკი ან მანიორდერის ჩეკი 410$-ის ოდენობით და გაგზავნოთ. არავითარ შემთხვევაში არ გააგზავნოთ ნაღდი ფული 🙂
90 დღის განმავლობაში მოგივათ განახლებული სამუშაო უფლება, რომელიც 2 წლის ვადით მოგენიჭებათ. დაიმახსოვრეთ! ამ საბუთის დაკარგვის შემთხვევაში, ახალი საბუთი დაგიჯდებათ იგივე თანხა, ან შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს და სიტუაციის კარგად ახსნის შემთხვევაში აგაცილებენ საურავს. 
ნაბიჯი მეექსვე. სამწუხაროდ ეს საბოლოო ნაბიჯი არ გახლავთ. თუმცა ინტერვიუს შემდეგ “ცხოვრება მარტივდება” და ნაკლებად გექნებათ სანერვიულო.
როდესაც ჩანიშნავენ თქვენს ინტერვიუს, 30 კალენდრული დღით ადრე ფოსტით მოგივათ შეტყობინება, (ზოგ შემთხვევაში 14 დღეა.) თქვენ უნდა დაიწყოთ ინტერვიუსთვის მზადება და დარწმუნება იმაში, რომ ყველა საჭირო საბუთი რაც ამ საქმეს სჭირდება, წესრიგშია და მითითებული ინფორმაცია უტყუარია, გადამოწმებას ექვემდებარება და არის დაწერილი ადამიანურ ენაზე, ყოველგვარი გაბუქებისა და ტყუილების გარეშე. დაიმახსოვრეთ, შესაძლოა საიმიგრაციო ოფიცერმა თქვენზე კარგად იცოდეს თუ რა ხდება თქვენს ისტორიულ სამშობლოში, სანამ ინტერვიუზე დაგიბარებენ, ხდება თქვენი საქმის დეტალიზირებული მოკვლევა. 
ფორმის შევსებისას ყურადღება უნდა მიაქციოთ ყველა დეტალს. ბინადრობის შეცვლის შემთხვევაში აუცილებლად განაახლეთ თქვენი ახალი მისამართი სააგენტოს ბაზაში, ონლაინ ან ფორმა AR-11-ის შევსებით და გაგზავნით თქვენი რეგიონის საიმიგრაციო სააგენტოს სერვისცენტრში.
როდესაც I-589 ფორმა ივსება, თან უნდა დაურთოთ თქვენი პასპორტის იმ გვერდების ასლი სადაც თქვენი პირადი ინფორმაცია არის დაბეჭდილი და ის გვერდი სადაც ა.შ.შ.-ს ვიზა არის ჩარტყმული. ასევე უნდა დაურთოთ ქვეყანაში შემოსვლის საბუთი, ფორმა I-94 რომელიც ადასტურებს ქვეყანაში ლეგალურ შემოსვლას. შეიყვანთ პასპორტის მონაცემებს და საიტი მოგცემთ ამ ფორმას, ამობეჭდავთ და მიამაგრებთ თქვენს საბუთებს. ასევე დაგჭირდებათ 2 ფოტო სურათი. თქვენი ისტორიის 2 ასლი ინგლისურ ენაზე. სასურველია, თუმცა არასავალდებულო: მეგობრების, ოჯახის წევრების ან სხვა პირების ჩვენებები, რომლებიც ამტკიცებენ თქვენი ისტორიის სიმართლეს. ამ ყველაფერს ერთად შეკრავთ და ჩადებთ თაბახის ფურცლის ფორმატის კონვერტში. გააგზავნით ნებისმიერი საფოსტო კომაპნიით, შემდეგ მისამართებზე: 
თუ თქვენ იმყოფებით შემდეგ შტატებში: Alabama, Arkansas, Colorado, District of Columbia, Florida, Georgia, Louisiana, Maryland, Georgia, Louisiana, Maryland, North Carolina, Oklahoma, Western Pennsylvania, Puerto Rico,  South Carolina, Tennessee, Texas, U.S.Virgin Islands, Utah, Vermont, Virginia, West Virginia, или Wyoming.
აგზავნით ამ მისამართზე 
  • USCIS Texas Service Center
  • Attn: Asylum
  • P.O. Box 851892
  • Mesquite, TX 75185-1892
თუ თქვენ იმყოფებით შემდეგ შტატებში: Alaska, Northern California (Any county in California or Nevada not listed above), Idaho, Illinois, Indiana, Iowa, Kansas, Kentucky, Michigan, Minnesota, Missouri, Montana, Nebraska, Northern Nevada*, North Dakota, Oregon, Ohio, South Dakota, Washington, or Wisconsin. 
აგზავნით ამ მისამართზე  

USCIS Nebraska Service Center

P.O. Box 87589

Lincoln, NE 68501-7589

თუ თქვენ იმყოფებით შემდეგ შტატებში: Arizona, Southern California (California counties of Imperial, Los Angeles, Orange, Riverside, San Bernardino, San Diego, Santa Barbara, San Luis Obispo, or Ventura), Guam, Hawaii, or Norther, Nevada. 
აგზავნით ამ მისამართზე 
  • USCIS California Service Center

P.O. Box 10881

Laguna Niguel, CA 92607-0881

თუ თქვენ იმყოფებით შემდეგ შტატებში: Connecticut, Delaware, Main, Massachusetts, New Hampshire, New Jersey, New York, Eastern Pennsylvania, Rhode Island, Vermont.
აგზავნით ამ მისამართზე
  • USCIS Vermont Service Center

Attn: Asylum

75 Lower Welden Street

St. Albans, VT 05479-0589

ამ ნომერზე მიიღებთ დამატებით ინფორმაციას National Customer Service Center: 1-800-375-5283
I-589 თავშესაფრის მოთხოვნის ფორმა  
I-765 სამუშაო უფლების ფორმა 
I-94 ქვეყანაში შემოსვლის ფორმა
AR-11 მისამართის შეცვლის ფორმა