თეთრი სახლი საგანგებო მდგომარეობას კიდევ ორ შტატში აცხადებს

თექსისისა და ფლორიდის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი – აღნიშნულ ტერიტორიებზე კორონავირუსის სწრაფი გავრცელებაა.

ფლორიდის შტატში ვირუსის 1500-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თექსისში კი დაახლოებით 900.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ქვეყნის მთავრობას დაეხმარება კორონავირუსით დაზარალებულებს დაეხმაროს.

შეგახსენებთ, რომ დაავადების სწრაფი ზრდა აქამდე ნიუ-იორკის, კალიფორნიის და ვაშინგტონის ტერიტორიებზე დაფიქსირდა, ასევე აიოვასა და ლუისიანას შტატში.

წყარო

Facebook Comments