რა უნდა ვიცოდეთ პოლიციის რეფორმის აღმასრულებელი განკარგულების შესახებ?

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას პოლიციის რეფორმის შესახებ. აღნიშნული განკარგულება მიზნად ისახავს პოლიციის ქმედებების ეფექტურობის ამაღლებასა და ძალის გაუმართლებელი გამოყენების შემცირებას.

დოკუმენტს, რომელსაც ხელი ქვეყნის 45-ე პრეზიდენტმა მოაწერა, “უსაფრთხო პოლიცია უსაფრთხო საზოგადოებისთვის” ჰქვია.

პოლიციის რეფორმირების შესახებ განკარგულების ხელმოწერა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე მოხდა, რომელიც მინეაპოლისის პოლიციის მიერ ფერადკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აღმასრულებელი განკარგულება ფედერალური გრანტებისა და დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებს ადგილობრივი პოლიციისთვის.

პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიციელებს აეკრძალებათ ე.წ. “მახრჩობელა” ილეთის გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ განკარგულების თანახმად, მისი ადმინისტრაცია სამომავლოდ პოლიციის ნაკლებად მომაკვდინებელი იარაღით აღჭურვის შესაძლებლობასაც შეისწავლის.

წყარო

Facebook Comments