ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ბირთული იარაღი არასოდეს ექნება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა – დონალდ ტრამპმა ირანში განვითარებულ მოვლენებს მოკლე და მრავლისმთქმელი განცხადებით უპასუხა.

ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანს ბირთული იარაღი არასოდეს ექნება.

“ირანს არასოდეს ექნება ბირთული იარაღი!” – აცხადებს ტრამპი “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე.

დონალდ ტრამპი მზად გახლდათ, ეწარმოებინა მოლაპარაკებები ირანის ხელისუფლებასთან ბირთვული პროგრამის პირობებთან დაკავშირებით. თუმცა თეირანში ქასიმ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვთ.

წყარო

Facebook Comments