პრეზიდენტი ტრამპი არალეგალი იმიგრანტების დაკავებას აანონსებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თავის ტვიტერის ოფიციალურ ანგარიშზე აქვეყნებს ანონსს, რომლის თანახმადაც შემდეგი კვირიდან დაიწყება არალეგალ იმიგრანტთა მასობრივი დეპორტაციები. პრეზიდენტი აცხადებს რომ მათი განდევნა მოხდება ისეთივე სიწრაფით როგორითაც შემოვიდნენ ქვეყანაში. ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი სად და როდის მოხდება საიმიგრაციო პოლიციის რეიდები.

ძვირფასო მკითხველო, ჩვენი რედაქცია აქტიურ რეჟიმში შემოგთავაზებთ ყველა სიახლეს რომელიც შეეხება საიმიგრაციო პოლიციის რეიდებს (ICE). ასევე, შემოგთავაზებთ იმ წესების კრებულს რომლითაც უნდა იხელმძღვანელოთ იმ შემთხვევაში თუ ICE-სთან გექნებათ შეხება.

გთავაზობთ პრეზიდენტ ტრამპის განაცხადების ორიგინალს

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.