ტრამპი აპირებს გაზარდოს იმ ქვეყნების სია, რომლის მოქალაქეებს აშშ-ში შემოსვლა ეკრძალებათ

პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაცია სერიოზულად განიხილავს ქვეყანაში შემოსვლის და თავშესაფრის არმიცემის საკითხს, რომელიც კიდევ რამოდენიმე ქვეყანას, ძირითადად კი მუსლიმურს შეეხება.

აღნიშნული აკრძალვა ქვეყანაში შემოსვლის შესახებ, 2018 წლის ივნისში უზენაესი სასამართლოს მიერ იქნა დადასტურებული, რაც ამ დროისთვის 7 ქვეყანას ეხება, აქედან 5 მუსლიმური გახლავთ, ეს სია კი დიდი ალბათობით მალე გაიზრდება.

მიმდინარე აკრძალვა შემდეგ სახელმწიფოებს ეხება – ირანი, ლიბია, სომალი, სირია, იემენი, ჩრდილოეთ კორეა და ვენესუელა. პრეზიდენტმა ტრამპმა ამ ინიციატივას საფუძველი ჯერ კიდევ 2017 წლის იანვარში ჩაუყარა, როდესაც პრეზიდენტი გახდა.

“პრეზიდენტმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია, რადგან ქვეყანა მეტად უსაფრთხო გაეხადა და დაეცვა ამერიკელი ხალხი.” – განაცხადა, თეთრი სახლის წარმომადგენელმა – ჰოგან გიდლმა.

წყარო

Facebook Comments