ახალი რეგულაცია ართულებს მწვანე ბარათის მიღებას

პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციამ წარმოადგინა ახალი რეგულაცია რაც საბუთებია იმიგრანტებს გაუძნელებს აშშ-ში მწვანე ბარათის მიღებას და ასევე ვიზების გაგრძელება-გაცემას.

ის იმიგრანტები ვინც იღებენ სახელმწიფო ბენეფიტებს, მედიკეიდს, საკვების სტემპებს, და საცხოვრებლის ქირის ვაუჩერებს, მომავალშიც მეტად სავარაუდოა რომ ასე გააგრძელებენ ცხოვრებას, სახელმწიფოს ხარჯზე, ამიტომ ისინი უარს მიიღებენ მწვანე ბარათზე, თუ პროცესი უკვე დაწყებულინ აქვთ.

ეს რეგულაცია წაახალისებს ყველას რომ ვისაც მწვანე ბარათი და ქვეყანაში დასარჩენი ვიზა უნდა, რომ უნდა დაეყრდნენ საკუთარ თავს ფინანსურად და უკვე რადგანაც აქვთ მუშაობის უფლება, იმუშაონ, გადაიხადონ გადასახადები, და სახელმწოფოს კმაყოფაზე არ იყვნენ. ეს ძირითადად ეხება დაბალშემოსავლიან იმიგრტანტებს, ან იმათ ვინც არაა დაბალშემოსავლიანი, მაგრამ ქეშით მანიპულირებს რათა მიიღოს სახელმწიფოს დახმარებები: მედიკეა, საკვები და სხვა სახელმწიფო ვაუჩერები. რეგულაციის ავტორები ამბობენ, რომ ისინი ელოდებიან რომ ნებისმიერი დონის შემოსავლის იმიგრანტები უნდა იდგნენ თავიანთ ფეხზე და არ იმოქმედონ უარყოფითად ქვეყნის ეკონომიკაზე. უარი ეთქმევა უამრავ იმიგრანტს ვისაც არ აქცს რაიმე უნარი, ხელობა ან ნიჭი გამოიმუშაოს იმდენი რომ სახელმწიფოს დახმარება არ დასჭირდეს. რეგულაციას უამრავი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი აპროტესტებს.

ტრამპმა ასევე აღნიშნა მემორნდუმში, რომ ის ადამიანები ვინც სპონსორობას უწევენ იმიგრანტებს, გარკვეულ ფინანსურ პასუხისმგებლობებს აიღებენ მომავალში რასაც აქამდე სახელმწიფო იხდიდა. ანუ ამ მემორანდუმის მიხედვით სპონსორობა აღარავის მოუნდება დაბალშემოსავლიანებისა, რადგან შეიძლება სახელმწიფომ სპონსორებს გადაახდევინოს ბენეფიტები.

კანონი დაითვლის ბოლო 36 თვის განმავლობაში თუ 12 თვე მაინც აქვთ აპლიკანტებს ბენეფიტები, მათ მწვანე ბარათზე და ვიზის გაგრძელებაზე უარი ექნებათ. თუ ეთიდაიგივე თვეში იღებენ 2 სხვადასხვა ბენეფიტს, მაგალითად მედიკეიდი და საკვების სტემპები, ეს თვე ჩაითვლებება 2 თვედ. (თუ 6 თვე ორივე ბენეფიტს იღებს იმიგრანტი ითვლება რომ 12 თვე მიიღო და უარი ექნება მწვანე ბარათზე.

რეგულაცია კანონში 15 ოქტომბრიდან შევა.

უმკაცრესი საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა კანონებს ამკაცრებს რათა კიდევ ერთხელ დაამტკიცოს რომ ბაზარი მართავს ქვეყანას და მუქთად არაფრის მიღება არ შეიძლება, და განსაკუთრებით იმათთვის ვინც ჯერ კიდე არ არის მწვანე ბარათის მფლობელი და უკვე დაიწყო სხვისი გადასახადებით დაგროვილი თანხებით ცხოვრება. ის რომ ამერიკა ემიგრანტების შექმნილია როგორც ჩანს ნელ-ნელა ავიწყდებათ.

ეს კანოინი არ ეხება იმ იმიგრანტებს, რომლენსაც არ გააჩნიათ სოციალური უსაფრთხოების ნომერი და მუშაობის უფლება ჯერ. მაგრამ მომავალში უნდა გაითვალისწონონ.

მომზადებული სტატია არ არის პირდაპირი თარგმანი, არამედ შეჯამება და მოდიფიცირებული თარგმანი ანალიზთან ერთად შესაბამისი განმარტებების დამატებით (ავტ.)

წყაროწყარო

Facebook Comments