ტრამპი “თუ იმიგრანტებს აქ ცხოვრება სურთ, მაშინ ფინანსურად დამოუკიდებლები უნდა იყვნენ”

თეთრი სახლი

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყველა ღონეს ხმარობს, რათა იმიგრაცია კონტროლს დაუქვემდებაროს და ყველა კანონიერ გზას მიმართავს, რათა იმიგრანტების მიერ სახელმწიფო სიკეთეების გამოყენება აღმოიფხვრას.

პრეზიდენტმა შესაბამის სააგენტოებს 90 დღე მისცა, რათა მათ შეიმუშავონ და პრაქტიკაში გამოიყენონ წესი, რომლის მიხედვით ნებისმიერი იმიგრანტი, რომელიც წარსულში ან მომავალში იყენებდა და გამოიყენებს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ სიკეთეებს, უარს მიიღებს მუდმივი ბინადრობის მოწმობის აღებაზე ანდა ნატურალიზაციის პროცესზე.

ამ საბიუჯეტო სიკეთეების ჩამონათვალშია: საკვები ტალონების პროგრამა, უფასო დაზღვევა, ბინის ქირის დახმარება, მარტოხელა დედების დახმარების პროგრამა და სხვ.

პრეზიდენტი დ.ჯ. ტრამპი PhotoCredit: Chip Somodevilla/Getty Images

კანონი რომელზეც ტრამპი საუბრობს ძველია და ის პრეზიდენტ ბილ ქლინთონის დროს მიიღო სენატმა 1996 წელს, თუმცა 23 წლის განმავლობაში გამონაკლისი შემთხვევების გარდა არც ერთ ფედერალურ სააგენტოს არ გამოუყენებია ის. ტრამპის ინიციატივაც ამის საპასუხოდ არის მიმართული, ის ცდილობს აიძულოს ფედერალური სააგენტოები რათა კანონი აღასრულონ და შეიმუშაონ შიდაგანაწესი, რომელიც დაავალდებულებს ყველა თანამშრომელს დაიცვას კანონი და მისი არა-იმპერატიული ნაწილები.

ტრამპი მოუწოდებს იმ სპონსორებს, ვისი დამსახურებითაც ზოგიერთი იმიგრანტი ჩამოდის და იწყებს ახალ ცხოვრებას. “კეთილი ინებეთ და ვისაც უწევთ სოპონსორობას დაიცავით კანონი და იყავით ფინანსურად პასუხისმგებლები მათზე, რადგანაც საბიუჯეტო სახსრები მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს უნდა მოხმარდეთ”

დღეისათვის, იმიგრანტების 66% ჩამოდის ოჯახის გაერთიანების ხაზით, ხოლო მხოლოდ 12% არის პროფესიული იმიგრანტები, ტრამპს ამის შეცვლა სურს და ამიტომაც ამუშევბს მის გუნდს, რათა კონგრესს რაც შეიძლება მალე წარედგინოს მწვანე ბარათის გათამაშების გაუქმების მოთხოვნა და ახალი სავიზო გათამაშების პროექტის საკანონმდებლო ვერსია.

ბოლო მონაცემებით უკვე რთულია ბინადრობის მოწმობის (მწვანე ბარათის) აღება თუ წარსულში გამოგიყენებიათ რაიმე სახის სახელმწიფო დახმარება. აღნიშნული გართულება გამოიწვია პრეზიდენტის 2018 წლის ბრძანებამ. კვლევითმა ორგანიზაცია Urban Institute-ის კვლევამ აჩვენა რომ მიგრანტების 13% უკვე უარს ამბობს სახელმწიფო დახმარებაზე, რაც განპირობებულია შიშით რომ ბინადრობის მოწმობას ვერ მიიღებენ. მიუხედავად ამ შიშისა, არამოქალაქეების 63% მაინც კვლავინდებურად აგრძელებს სახელმწიფო სიკეთეების მიღებას.

წყარო

Facebook Comments