სუპერმარკეტის აფეთქების მცდელობა არკანზასში

არკანზასის შტატში უცნობმა მძარცველმა, რომელიც Walmart-ის სუპერმარკეტში შეიჭრა, მისი აფეთქება სცადა, თუმცა ის პოლიციამ გაანეიტრალა.

შემთხვევა ფორესტ სიტიში მოხდა, შეიარაღებულმა მძარცველმა ადგილზე პოლიციის გამოჩენის შემდეგ აფეთქება ვეღარ განახორციელა და ცეცხლი სხვადასხვა მიმართულებით გახსნა, ადგილობრივმა პოლიციელებმა კი მსროლელი საპასუხო ცეცხლით მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ორი სამართალდამცავი დაიჭრა, შტატის პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.

წყარო

Facebook Comments