კომპანია Uber დაბალი რეიტინგის მგზავრებს სისტემიდან გათიშავს.

როგორც კომპანია Uber-ის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ქეით პარკერმა განაცხადა, უბერი აპირებს ახალი შეფასების სისტემის დანერგვას, რომელიც არამარტო მძღოლების მუშაობის შესაფასებლად გამოდგება, არამედ, ყველა იმ მგზავრისთვისაც, რომელიც უწესოდ და უკულტუროდ იქცევა მგზავრობისას და შეურაცხყოფს მძღოლებს.

მძღოლები ამ სიახლეს დადებითად შეხვდნენ, რადგანაც ხშირი იყო შემთხვევები როდესაც “ცუდი მგზავრის” შემთხვევაში ვერაფერს აკეთებდნენ და კომპანიაც უმოქმედოდ იყო. ამ სიახლის დანერგვის შემდეგ “ცუდი მგზავრები” ვეღარასდროს ისარგებლებენ უბერის მომსაუხრებით. უბერის სისტემიდან გათიშული მგზავრები ასევე ვეღარ ისარგებლებენ ველოსიპედების გაქირავების სერვისით JUMP-ით და უბერის საკვების მიტანის Uber Eat-ის სერვისითაც.

კომპანია აცხადებს რომ “ცუდი მგზავრების” სისტემიდან გათიშვა ეგრევე არ მოხდება, მგზავრებს მიეცემათ დრო რათა “ამოქაჩონ” რეიტინგი. კომპანია არ ამხელს რა იქნება ზღვარი, რომელიც შეფასდება დაბალ რეიტინგად. როგორც ვიცით, მძღოლებისთვის დღეს ეს ზღვარი 4.6 არის, რის დროსაც მძღოლებს დიდი ალბათობით უწყვიტავენ შრომით კონტრაქტს.

სატრანსპორტო ექსპერტების აზრით, უბერის ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია მძღოლებსა და კომპანიას შორის არსებული დაძაბული მდგომარეობით. შეგახსენებთ რომ ა.წ. 7 მაისს პირველი დიდი გაფიცვა გამართეს უბერისა და ლიფტის მძღოლებმა, კომპანიის მონაცამებით 50,000 მძღოლი გაიფიცა, შემდეგ ქალაქებში: ნიუ იორკი, პარიზი, ლონდონი, ჩიკაგოი, სან ფრანცისკო, ლოს ანჯელესი, ჯერზი სითი და სხვა დიდ ქალაქებში. გაფიცული მძღოლები ითხოვდნენ კომპანიისგან შრომითი პოირობების გაუმჯობესებას და მინიმალური ხელფასის კანონის პატივისცემასა და მინიმალური ეკონომიკური გარანტიების დაწესებას.

წყარო

Facebook Comments