ინფორმაცია უბერის და ლიფტის მძღოლებისათვის

Photo by Oleg Magni on Pexels.com

ყველამ უკვე იცის, რომ საგადასახადო დეკლარაციისთვის დაგჭირდებათ ფორმები 1099 K , 1099-Misc uber summary, Lyft summary. იმისთვის, რომ დარწმუნდეთ რაიმე შეცდომა არაა გაპარული თქვენს რეპორტში, აუცილებლად გადმოიწერეთ და ჩაიხედეთ ფორმა 1099K-ში. ის აჩვენებს თვეების მიხედვით მძღოლის ანგარიშზე ჩარიცხულ თანხა, რომელიც მგზავრმა გადაიხადა, და რომელიც შეიცავს თქვენს წილს (როგორც უბერის პარტნიორს) და ასევე უბერის საკომისიოს და გზის გადასახადებს, და სხვა ხარჯებს.

ციფრები რაც თვეების მიხედვით წერია ფორმაში, განსხვავდება იმისგან, თუ რა ჩაირიცხა თქვენს საბანკ ანგარიშზე. აუცილებლად უნდა გადახედოთ ყველა თვეს, რადგან იყო რამდენიმე შემთხვევა, სადაც არარეალურად დიდი რიცხვი ეწერა ერთ თვეში შეცდომით (გაზრდილი შემოსავალი). უმჯობესია სანამ მიხვალთ დეკლარაციის შესავსება, ეს შეცდომა მანამდე იპოვოთ და გაასწორებინოთ, რათა დეკლარაციაზე მუშაობისას ნაკლები დრო დაიკარგოს, თუ რეპორტში შეცდომაა ამას ადვილად იპოვით.

არის კიდევ ერთი მომენტი. ვინც დეკლარაციას გიმზადებთ, შესაძლებელია თვიური ფორმა 1099K საერთოდ არ ნახოს ან არ მოგკითხოთ დროის დაზოგვის გამო და მხოლოდ UBER SUMMARYს დაეყრდნოს. თქვენ უნდა დარწმუნდეთ რომ თვეების ამსახველი ფორმა 1099 k გაუგზავნეთ, მიიტანეთ და აუცილებლად ანახეთ.

ფორმა 1099 K, არის ფორმა რომელიც აჩვენებს რიცხვებს, თუ რამდენმა თანხამ გაიარა თქვენს ანგარიშზე (და არა თქვენს საბანკო ანგარიშზე), ანუ რამდენი გადაიხადა მგზავრმა. იგივე ფორმით სარგებლობს კომპანია უბერი, რომლითაც თავის საკომისიოს შემოსავლად აჩვენებს, ანუ ამ ფორმიდან მძღოლი და უბერი იყოფენ შემოსავლებს. საკომისიოს გარდა უბერი მგზავრისგან შემოსული თანხიდან ასევე იხდის გზის გადასახადებს, და უმუშევრობის ფონდის ხარჯებს მძღოლების სასარგებლოდ.

ამრიგად, პანიკის საფუძველი იმაში რომ უბერის რეპორტები შეცდომითაა, არ არის, მაგრამ სიფრთხილე ჯობია და თუ გადახედავთ ყველა თვეებს ფორმაში კარგი იქნება. იგივე ეხება ლიფტის ფორმებს, სადაც ჯერ-ჯერობით მე შეცდომა არ მინახია, მაგრამ სიფრთხილე ყოველთვის უკეთესია.

მოამზადა დალი ხოხობაშვილმა

Facebook Comments