უბერის მძღოლების მასშტაბური აქცია

როგორც უბერის და სხვა ride-share კომპანიების მძღოლებისთვის გახდა ცნობილი, გზების გადატვირთვის მოტივით, TLC -ის მძღოლებისთვის ქალაქ ნიუ იორკის ხელისუფლების თაოსნობით დამატებით ახალი რეგულაციები წესდება, რაც მძიმედ და ნეგატიურად აისახება UBER -ის პარტნიორთა შემოსავლებზე.

ეს რეგულაცია მთლიანად ეწინააღმდეგება თავდაპირველ კონცეფციას, რისი მიხედვითაც, დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში UBER partner-ს საშუალება ჰქონდა ემუშავა ისე, როგორც მას მიაჩნდა საჭიროდ.

19 სექტემბრიდან დაგეგმილია მძღოლების რაოდენობის ხელოვნური შეზღუდვა, – თქვენი აპლიკაცია უბრალოდ აღარ ჩაირთვება. შესაბამისად, იმუშავებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც უბერის ალგორითმი გადაწყვეტს. ქალაქ ნიუ იორკის ხუთივე ბოროუს მძღოლები ხვალ მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავენ.

უბერის მძღოლები დილის 7 საათზე იკრიბებიან Navy&Park კუთხეში, ბრუკლინში და მრავალათასიანი ესკორტით აპირებენ ქალაქის მერის, ბილ დებლაზიოს საცხოვრებელ სახლამდე Brooklyn Bridge-ის და FDR Drive ის გავლით, East 88 &East End Avenue-მდე საპროტესტო მსვლელობას.

ავტორი: ნინუკა ბორჩხაძე

Facebook Comments