Uber- ის ახალი სერვისი სამსახურის მოძებნაში დაგეხმარებათ.

სატრანსპორტო შუამავალმა კომპანია Uber-მა, ახალი სერვისი შესთავაზა მომხმარებლებს, თუმცა ჯერ ჯერობით სერვისი მხოლოდ ქალაქ ჩიკაგოში (IL) მუშაობს, კომპანიაში აცხადებენ რომ მალე ყველა შტატის დიდ ქალაქს დაფარავენ.

რას და როგორ სთავაზობს ეს სერვისი? სერვისი იგივე პრინციპით იმუშავებს, როგორც დღეს მანქანის გამოძახება ხდება. პოტენციურ დამსაქმებელს შეეძლება სასურველი პროფესიის ადამიანის მოძებნა და მასთან დაკავშირება. განსხვავებით სხვა დასაქმების აპლიკაციeბისგან, უბერის აპლიკაცია წინასწარვე განსაზღვრავს რამდენი ხნით არის საჭირო პროფესიონალის მომსახურება და როგორ მოხდება ანაზღაურება. მაგალითისთვის, თუ თქვენ დაგჭირდებათ მზარეულის, დამლაგებლის ან ძიძა ბავშვისთვის/შინაური ცხოველისთვის /მცენარისთვის – ამ აპლიკაციის დახმარებით მარტივად მოძებნით, ფასის, შეფასებებისა და ადგილმდებარეობის მიხედვით. ამ სისტემით დასაქმება/რეგისტრაცია მხოლოდ მუშაობის უფლების მქონე პირებს შეეძლებათ.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, უბერის მსგავსი გააქტიურება ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად სჭირდებათ, რომელიც კომპანიას უკანასკნელ თვეებში აქვს.  წყარო

Facebook Comments