როგორ მივიღოთ კოვიდ 19-ის ანტისხეულზე დაფუძნებული უფასო ტესტი ნიუ იორკში

შემდეგ კვირაში, ნიუ იორკში დაიწყება covid-19-ის ანტისხეულებზე დაფუძნებული უფასო ტესტირებები. გეგმის თანახმად, ტესტირება ჩაუტარდება 140 000 ადამიანს, რათა გაირკვეს აქვთ თუ არა მათ ვირუსი.

უფასო ტესტირებები ჩატარდება ხუთ უბანში: მორისანია, აღმოსავლეთ ნიუ იორკი, ზემო მანჰეტენი, კონკორდი და ლონგ აილენდ სითი.

აღნიშნულ რაიონებში ტესტების ჩატარების შესახებ ნიუ იორკის მერმა – ბილ დე ბლაზიომ ისაუბრა.

ქალაქი თანამშრომლობს ლაბორატორიულ კომპანია BioReference, რომელიც დღეში 5000 ადამიანს ჩაუტარებს ტესტს, პასუხების მიღებას კი 24/48 საათი დასჭირდება.

დე ბლაზიოს განცხადებით, პარასკევს ასევე ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომელიც ტესტირებული ადამიანების დემოგრაფიულ მონაცემებს შეაგროვებს.

წყარო

Facebook Comments