ამერიკულ ავიაკომპანიებს ირანსა და ერაყში ფრენები აეკრძალათ

ამერიკული ავიაკომპანიები ირანისა და ერაყის სივრცეებში ფრენებს აღარ განახორციელებენ. აღნიშნული აკრძალვები ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

8 იანვარს ირანის მთავრობამ ერაყში მდებარე ამერიკულ ბაზებში სარაკეტო იერიშები მიიტანა, სწორედ ამიტომ შტატების ფედერალურმა სააგენტომ ავიაკომპანიებს ფრენები აუკრძალა. აქვე შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ კატასტროფა განიცადა უკრაინულმა თვითმფრინავმაც, რომელიც თეირანში შეცდომით გაანადგურეს.

აშშ-სა და ირანს შორის არსებული დაძაბული მდგომარეობა გენერალი – ყასემ სულეიმანის სიკვდილმა გამოიწვია, რომელიც ამერიკელებმა ბაღდადში ააფეთქეს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოკლული გენერალი “ტერორისტი” გახლდათ.

წყარო

Facebook Comments