ამერიკის საელჩო საბერძნეთში – საჭირო ინფორმაცია

ამერიკის საელჩო და საკონსულო საბერძნეთში, მოქალაქეებს საჭირო ინფორმაციას აწვდის.

თუ საბერძნეთში ხართ და კორონავირუსის სიმპტომები გაქვთ, აუცილებლად დარეკეთ 1135.

სპეციფიკური ინფორმაცია ქვეყნისთვის:

სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ჯანმრთელობის გლობალური დონის საფრთხის შესახებ 3 რეკომენდაცია, რომლითაც ურჩევს ამერიკის მოქალაქეებს თავი შეიკავონ საზღვარგარეთ მოგზაურობით, მიზეზი COVID-19– ის გლობალური საფრთხეა.

საბერძნეთის ხელისუფლებამ დაადასტურა COVID-19- ის შემთხვევები ქვეყნის ტერიტორიაზე.
ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ყველა მუზეუმი, მათ შორის, აკროპოლისი დახურულია მარტის ბოლომდე.
ხელისუფლებამ ასევე გამოაცხადა ყველა სკოლის, უნივერსიტეტის, რესტორნები, ბარების, კლუბების, თეატრების, სათამაშო მოედნების და სპორტული დარბაზების მასშტაბური დახურვა.

შემოსვლისა და გასვლის მოთხოვნები:

ჯერჯერობით ოფიციალური სამგზავრო შეზღუდვები არ არსებობს, საბერძნეთში შესვლა/გამოსვლისთვის არ გახლავთ საჭირო კონკრეტული დოკუმენტაცია.

საბერძნეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ორგანიზაციამ გაამკაცრა სახელმძღვანელო პრინციპები, გამოვლენის და აღკვეთის ღონისძიებების შესახებ საბერძნეთში შესვლასთან დაკავშირებით ყველა საზღვაო პორტში:

კონტროლის ქვეშ იქნება აეროპორტი, ავიაკომპანიებისა და საზღვაო ფლოტის პერსონალის ჩათვლით.

ინფორმაცია კარანტინზე:

ამ მომენტისთვის, საკარანტინო ზომები მიღებული არ გახლავთ.

წყარო

Facebook Comments