ა.შ.შ და მექსიკის შეთანხმება მიღწეულია და დამატებითი ტარფიფები აღარ ამოქმედდება

Photo credit: washingtonpost.com

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი მექსიკოში დასრულდა და ორი ქვეყანა დაზავდა. შეთანხმება შეეხება ვაჭრობასა და მიგრაციის ქარავანს. მექსიკოს ხელისუფლება დათანხმდა, რომ გაგზავნოს მის ჩრდილოეთ და სამხრეთ საზღვრებთან 6-6 ათასი ჯარისკაცი, რათა გაკონტროლდეს საზღვრის კვეთა და აღიკვეთოს ყველანაირი უკანონო შეღწევა გუატემალადან მექსიკოში და მექსიკოდან შტატებში.

შეგახსენებთ, რომ ტარიფები ორშაბათიდან, 10 ივნისიდან უნდა შესულიყო ძალაში და ის 5%-იანი მატებით დაწყებოდა, ხოლო ოქტომბრის თვეში 25%-მდე გაიზრდებოდა. ეს დამატებითი გადასახადი შეეხებოდა: ავტომობილებს, ავტომობილის დეტალებს, ლუდს, ბოსტნეულს, სამშენებლო მასალებსა და აშ.

ეკონომიკის ექსპერტების აზრით, მსგავსი სატარიფო სისტემა ორივე ქვეყნის მოსახლეობას არსებით ფინანსურ ზიანს მიაყენებდა, რადგანაც მექსიკა ვალდებული იქნებოდა გადაეხადა 5-25%-ით მეტი, რითაც ა.შ.შ.-ს ბიუჯეტი შეივსებოდა, ხოლო აქ, აშშ-ში მცხოვრები მომხმარებლები ზემოთ ხსენებულ პროდუქციის შეძენაში 5-25%ით მეტს გადაიხდიდნენ.

გარდა ფინანსური სანქციების გაუქმებისა, აშშ დათანხმდა მექსიკის მხრიდან შემოსული თავშესაფრის მაძიებლების აპლიკაციების დაჩქარებულ რეჟიმში დამუშავებას, იმ პირობით რომ ისინი დარჩებიან მექსიკის ტერიტორიაზე და ICE-ის არ მოუწევს მათი დაკავება, რაც თავისმხრივ საბიუჯეტო ხარჯებთან არის დაკავშირებული. ასევე, მექსიკის მთავრობამ უნდა გააძევოს ქვეყნიდან და დააბრუნოს ისტორიულ სამშობლოში ის თავშესაფრის მაძიებლები, რომლებსაც ა.შ.შ უარს ეტყვი თავშესაფრის მიცემაზე. წინააღმდეგ შემთხვევაი ფინანური ანქციები განხილვა იევ დადგება დღი წესრიგში.

წყარო

Facebook Comments