ტრამპი მექსიკასთან და კანადასთან სავაჭრო ხელშეკრულებას გააფორმებს

თეთრი სახლი აღნიშნულ ქმედებას პრეზიდენტი ტრამპის მორიგი დაპირების შესრულებას უწოდებს.

აშშ-ს პრეზიდენტი ახალ სავაჭრო ხელშეკრულებას ორ ქვეყანასთან ხუთშაბათს გააფორმებს, როდესაც თეთრ სახლში საზეიმო ცერემონია გაიმართება, მას კი 400-მდე სტუმარი დაესწრება.

თუმცა გასაკვირია, რომ სტუმრებს შორის არ იქნებიან ის გამორჩეული დემოკრატები, რომლებიც ამ ხელშეკრულების შემოქმედები არიან კონგრესის პალატაში.

ხელშეკრულება აშშ-ს, კანადასა და მექსიკას შორის რატიფიცირებული სწორედ კანადაში უნდა გახდეს, შეერთებული შტატების სენატი უკვე მიესალმა ახალ კანონპროექტს და ხელმოსაწერად ტრამპთან გაგზავნა, იგივე სიტუაციაა მექსიკის პარლამენტშიც.

ხელშეკრულება საკმაოდ მძიმე წესებს შეიცავს სამუშაო ძალებზე და ავტომობილთა გადაადგილებაზე, თუმცა საუბარი 1,2 ტრილიონ დოლარზეა, რომელიც უცვლელი იქნება.

წყარო

Facebook Comments