აშშ პოლონეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ვაშინგტონი პოლონეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს. 

პრეზიდენტის თქმით, გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, მომდევნო 90 დღეში მიიღებენ.

ამასთან, როგორც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, აშშ პოლონეთში 1000-დან 2000-მდე სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას აპირებს. ამერიკელი ჯარისკაცები პოლონეთში გერმანიიდან ჩავლენ.

აშშ-ის პრეზიდენტი ასევე არ გამორიცხავს, რომ სექტემბერში პოლონეთს ოფიციალური ვიზიტით ესტუმროს.

წყარო

Facebook Comments