შტატებს ტროპიკული ქარიშხალი „ბარი“ უახლოვდება

ოფიციალური მონაცემებით, ძლიერი ყინვების გამო დაღუპულთა რიცხვმა 10-ს გადააჭარბა.

ამერიკის შეერთებულ შტატებს ტროპიკული ქარიშხალი „ბარი“ უახლოვდება. სინოპტიკოსების პროგნოზით შტორმი ტექსისის შტატს, ილინოისს და ახალ ორლეანს გადაუვლის, სადაც ბოლო დღეებია გადაუღებლად თოვს. ასევე მოსალოდნელია მდინარე მისისიპის ადიდება. ოფიციალური მონაცემებით, ამერიკაში ძლიერი ყინვების გამო დაღუპულთა რიცხვმა 10-ს გადააჭარბა.

მთელ რიგ შტატებში ყინვა ცელციუსით -10 გრადუსიდან -16 გრადუსამდე მერყეობს. ილინოისის შტატში დღეს -16 გრადუსი დაფიქსირდა, ოთხშაბათს მინესოტაში -14 გრადუსი იყო, აიოვაში კი -16. ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, უისკონსინის და აიოვას შტატების რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. უისკონსინსსა და მიჩიგანში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

დახურულია სამთავრობო ოფისები. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლუიზიანის შტატში ფედერალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რითაც უსაფრთხოებისა და საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებს შტატისთვის საჭირო დახმარების გაწევის შესაძლებლობა ეძლევათ.

წყარო

Facebook Comments