საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი გადადგა

ჯონ სანდერსი

ა.შ.შ-ს საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმღვანელმა ჯონ სანდერსმა პოსტი დატოვა. სანდერს არ განუცხადებია და არ განუმარტავს თუ რატომ ტოვებს პოსტს, რომელიც ა.წ აპრილს დაიკავა და 5 ივლის დატოვებს კაბინეტს. თუმცა არასამთავრობო სექტორი ვარაუდობს რომ მისი გადაგომა უკავშირდება იმ სკანდალების სერიას, რომელიც ეხება იმიგრანტთა დროებითი დაკავების იზოლატორებში განვითარებულ მოვლენებს.

ბოლო პერიოდში საზღვრის დაცვის სამსახურს რთული და დაძაბული პერიოდი ჰქონდა, რადგანაც მექსიკა-აშშ საზღვრის მონაკვეთზე არ წყდება იმიგრანთა ქარავანის ნაკადი. სწორედ მიგრანტთა მომატებული ოდენობის გამო, წინასწარი დაკავების დაწესებულებებში იმიგრანტებს უწევდათ ისეთ პირობებში ყოფნა, სადაც ელემენტარული პირობებიც კი არ იყო დაკმაყოფილებული. ამის გამო, სანდერსის უწყება არაერთხელ მოხვდა დემოკრატებისა და მედიის კრიტიკის ცენტრში.

ბოლო მონაცემებით, იანვრის თვიდან მოყოლებული დაკავებულია: 377,000 ოჯახი, 60,000 არასრულწლოვანი, რომელმაც მშობლის/მეურვის გარეშე გადმოკვეთა საზღვარი და 226,000 სრულწლოვანი ინდივიდი. ივნისის თვეში მედიაში გაჟონა იმიგრანტი ბავშვების ყოფის პირობებმა, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა სანდერსის უწყებას, საზოგადოება და მედიაც აკრიტიკებდნენ სანდერს. ლაპარაკია 300 ბავშვის პირობებზე რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორებშია. ბავშვებს იზოლატორში უწევდათ პირდაპირ ბეტონის იატაკზე დაძინება, ასევე, მათ არ ჰქონდათ წვდომა პირველად სამედიცინო დახმარებაზე, ბავშვებს რამდენიმე კვირის განმავლობაში არ ჰქონდათ ბანაობის ან ელემენტარული, ხელ-პირის დაბანისა და კბილების გამოხეხვის საშუალება.

ამ სკანდალის შემდეგ, საზღვრის დაცვის სამსაურმა აღიარა, რომ არ ჰყოფნით სახსრები და ფიზიკური ძალა, რათა ყველა დაკავებულს შეუქმნან ელემენატრული, ადამიანური პირობები. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა სამხრეთის საზღვართან არსებული სიტუაციის გამო გამოაცხადა ეროვნული დონის საგანგებო მდგომარეობა.

მამა-შვილი რომელიც ცდილობდა საზღვრის გადმოკვეთას მდინარით, თუმცა მდინარის დინებამ ჩაითრია და ორივე დაიხრჩო.

წყარო წყარო

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.