მამუკა ბახტაძე: ვმუშაობთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ავიარეისები დაიწყოს

“ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქვეყნებს შორის დაიწყოს პირდაპირი ავიარეისები”, — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს შესაბამის ეკონომიკურ კვლევაზე, რომელიც რამდენიმე კვირაში დასრულდება.

“აღნიშნული კვლევა დაგვეხმარება, რომ მოვიძიოთ შესაბამისი კომპანია, რათა დროულად დაიწყოს ფრენები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. დარწმუნებული ვარ, პირდაპირი ავიარეისები ჩვენ დაგვეხმარება, ერთიორად გავზარდოთ ის ეკონომიკური პოტენციალი, რაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თვალსაზრისით არსებობს”, — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

წყარო

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.