ამერიკა საქართველოს ეკონომიკური რეაბილიტაციის დაგეგმვაში დაეხმარება

აშშ-ის კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში USAID/Georiga საქართველოს ტექნიკურ დახმარებას უწევს, რათა ქვეყანა ძლიერი ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის მზად იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას Facebook-ზე ამერიკის საელჩო საქართველოში ავრცელებს.

„ამერიკის მთავრობის COVID-19-ის საპასუხო ქმედებების ფარგლებში USAID/Georgia ეხმარება საქართველოს მთავრობას, მოემზადოს ძლიერი ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის. ამჟამად ტექნიკურ დახმარებას ვუწევთ საქართველოს მთავრობას, რომ დავეხმაროთ COVID-ისშემდგომი რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებაში. გეგმა ორიენტირებული იქნება დასაქმების გაზრდის შესაძლებლობებზე“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 

17 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი თბილისს USAID/Georgia-ისმეშვეობით დამატებით 600 ათასი დოლარი გამოუყო.

Facebook Comments