საოკუპაციო ხაზთან სეტყვით დაზარალებული ფერმერებისთვის ამერიკელი ხალხის დახმარების ფონდმა $1 მილიონი გამოყო

შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული ფერმერების დასახმარებლად აშშ-ს მთავრობამ ერთი მილიონი დოლარი გამოყო. USAID-ის ცნობით, ფინანსურ დახმარებას მიიღებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალებული შვიდი ათასამდე მოსახლე, რომლებსაც მოსავალი სრულად გაუნადგურდათ. პროექტის მიზანია, მათთვის საარსებო წყაროს უზრუნველსაყოფად და სოფლის მეურნეობის საქმიანობის განახლებაში ხელშეწყობა. 

“სეტყვით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა განხორციელდება არსებული პროექტის ფარგლებში, რომელსაც აშშ ახორციელებს. პროექტის “ზრდა საქართველოში” ფარგლებში, ჩვენი ჩართულობით, დამატებითი რესურსი გამოიყო ამ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის”, — განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

USAID/Zrda-ს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. 

Facebook Comments