USCIS-ის კიდევ ერთი ცვლილება

საიმიგრაციო სააგენტოს ახალი ცვლილება შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც აშშ-დან გამგზავრება გადავედებული ჰქონდა ან აპირებდა გადავადებას, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიზეზით.

თუ აქამდე ყველა ასეთი საქმე განიხილებოდა საიმიგრაციო სააგენტოს მიერ, და სააგენტო ნებას რთავდა განმცხადებელს ქვეყანაში დარჩენილიყო 2 წლამდე ვადით, ამიერიდან ასეთი საქმეები გადაეცემა საიმიგრაციო პოლიციას რომელიც დეტალურად შეისწავლის თითოეულ საქმეს და მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს ნებართვას ქვეყანაში ყოფნის გახანგრძლივებაზე. ვადები დამოკიდებული იქნება თუ რა სახის დაავადება აქვს განმცხადებელს, ან რა შეზღუდვები აქვს დაწესებული ექიმისგან.

ჯანმრთელობის პრობლემების არასრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ეპილეპსია, კუნთების დისტროფია, ცელებრალური დამბლა [CP], ონკო-დაავადებები, შეძენილი იმუნოდეფიციტის ვირუსი [HIV], კისტური ფიბროზი [CF] იგივე მუკოვისციდოზი. და ა.შ. ეს ცვლილება შეეხება ნებისმიერი სტატუსის მქონე პირებს და მათი ოჯახის წევრებს, გამონაკლისი იქნება სამხედროები და მათი ოჯახის წევრები.

ნებისმიერს, ვისაც აღნიშნული ცვლილების ფარგლებში უარყოფითი პასუხი მოუვა საიმიგრაციო პოლიციისგან, მას ექნება 33 დღე რათა ნებაყოფლობით დატოვოს ქვეყანა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამოქმედდება ქვეყნიდან იძულებითი გაძევების (დეპორტაცია) პროცედურა. ასევე, ICE-ის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ დაექვემდებარება.

რედაქციისგან: აღნიშნული ცვლილება საჯაროდ არ დაუანონსებია საიმიგრაციო სააგენტოს, რის გამოც ზოგიერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია აპირებს რომ უჩივლოს სააგენტოს.

წყარო

Facebook Comments