ცვლილებები USCIS მუშაობაში

მას შემდეგ რაც ქვეყანაში პანდემია საკარანტინე პირობები გამოცხადდა, საიმიგრაციო სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეხურა ოფისები და გაეუქმებინა ყველა ჩანიშნული ინტერვიუ თუ სხვა პროცედურა.

ა.წ. 4 ივნისიდან, საიმიგრაციო სააგენტო მუშაობას კვლავინდებური გრაფიკით შეუდგება, თუმცა, ფიზიკური დისტანცირებისა და სანიტარული ნორმების გათვალისწინებით. რაც გულისხმობს იმას, რომ ინტერვიუები გაიმართება სხვადასხვა ოთახებში, ვიდეოტრანსლირებით. თქვენ დაჯდებით ერთ ოთახში ხოლო საიმიგრაციოს ოფიცერი მეორე ოთახში, ერთმანეთს იხილავთ მონიტორზე. საიმიგრაციო სააგენტო უზრუნველჰყოფს ყველა ტექნიკურ დეტალს.

ვისაც გაუუქმდა ინტერვიუ, (ქორწინების, თავშესაფრის მოთხოვნის თუ სხვა სახის ინტერვიუ) მიიღებენ შეტყობინებას ახალი ინტერვიუს ჩანიშვნის შესახებ. ვისაც ჩანიშნული ჰქონდა ნატურალიზაციის გამოცდა ანდა ფიცის დადება არ შედგა, გამოცდები და ცერემონიები ახალ თარიღზე დაინიშნება და უპრობლემოდ შეძლებენ ნატურალიზაციის პროცესის დასრულებას.

საიმიგრაციო სააგენტო მის შენობაში ქცევის წესებსაც ავრცელებს და შენობაში შესვლის წინ უნდა გაითვალისწინოთ:

  • არ უნდა შეხვიდეთ საიმიგრაციო სააგენტოს შენობაში იმაზე გაცილებით ადრე, ვიდრე ეს თქვენს მოსაწვევზე დანიშნული დროა. რეკომენდაცია: გაიარეთ რეგისტრაცია მაქსიმუმ 15 წუთით ადრე.
  • იქონიეთ ნიღაბი, უნიღბოდ ვერ შეხვალთ. კონტროლის გავლის მომენტში მოგთხოვენ ნიღბის მოხსნას, თქვენი იდენტიფიცირებისთვის, სხვა ყველა შემთხვევაში ვალდებული ხართ გეკეთოთ ნიღაბი, რომელიც დაფარავს პირს და ცხვირს.
  • ხელის სადეზინფექციო საშუალებას ადგილზე მოგცემენ.
  • საიმიგრაციო სააგენტო გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ იქონიოთ საკუთარი ლურჯი/შავი კალამი (ჰიგიენის ნორმებიდან გამომდინარე).
  • ინტერვიუზე დაიშვებიან თავად განმცხადებლები და საჭიროების შემთხვევაში ადვოკატი და თარჯიმანი, ან მოსაწვევზე მითითებული პირები. ყველა სხვა პირი, ვისაც არ აქვს შეხება საქმესთან, და წარმოადგენს გამამხნევებელს – არ დაიშვება სააგენტოს შენობაში. (მაგ: თავშესაფარის ინტერვიუზე, მეუღლეს, შვილს ან ბიცოლას გარებიძაშვილს ვერ მიიყვანთ)

საიმიგრაციო სააგენტოს შენობაში გეკრძალებათ შესვლა თუ:

  • კოვიდ19-ის სიმპტომები გაქვთ. ხველა, სიცხე და გართულებული სუნთქვა.
  • უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში, თუ გქონიათ ახლო კონტაქტი ისეთ ადამიანთან რომელსაც დაუდგინდა კოვიდ19.
  • თუ თქვენმა ჯანდაცვის სპეციალისტმა გირჩიათ თვითიზოლაცია ან კარანტინში ყოფნა.

წყარო და კიდევ უფრო მეტი დეტალი, იმაზე თუ რას აპირებს და რა ცვლილებები იქნება კოვიდ19-თან დაკავშირებით საიმიგრაციო სააგენტოში

Facebook Comments