USCIS მომსახურების მოსაკრებელს ზრდის.

საზღვრის დაცვისა და საიმიგრაციო სააგენტომ უკვე განათავსა ცვლილებათა პაკეტი ფედერალურ საკანონმდებლო რეესტრში და მისი განხილვა და შენიშნვნების მიღება აქტიურად მიმდინარეოაბს. შემოთავაზებული ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ზოგიერთ მომსახურებაზე ფასი 500%-ით გაიზრდება.

ცვლილებები შეეხება მომსახურების მოსაკრებელს, რომელიც სააგენტის ძირითად (90%) დაფინანსების წყაროა. განსხვავებით სხვა ფედერალური სააგენტოებისგან, საიმიგრაციო სააგენტო თვითდაფინასებით მუშაობს, როგორც ქენ ქუჩინელი (რედ: საიმიგრაციო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი) განმარტავს სააგენტოს ეფექტიანი მუშაობისთვისა და სიახლეების დანერგვისვთის მათ აუცილებლად ესაჭიროებათ მომსახურების ნიხრის გადახედვა. ზემოთ აღნიშნული ცვლილებათა პაკეტი ძალაში შევა ა.წ. 17 დეკემბრს.

გთავაზობთ მნიშნელოვანი ფორმების/მომსახურების შეცვლილი ფასებს. ყველა დანარჩენი ფორმის ჩამონათვალს წაიკითხავთ გაზეთ ცნობის ფურცელის მე-8 ნომერში.

  • ფორმა I-290B აპელაციის ფორმა – იყო 675$ და გახდება 705$
  • ფორმა I-485 სტატუსის შეცვლის ფორმა – იყო 1,140 და გახდება 1,610$
  • ფორმა I-589 თავშესაფრის მოთხოვნის ფორმა – იყო 0$ და გახდა 50$
  • ფორმა I-751 ბინადრობის მოწმობაზე შეზღუდვის მოხსნის ფორმა – იყო 595$ და გახდება 760$
  • ფორმა I-765 განმეორებითი სამუშაო უფლების ფორმა – იყო 410$ და გახდება 490$
  • ფორმა I-821D ე.წ. DACA-ს ფორმა – ღირდა 0$ და გახდება 275$
  • ფორმა I-881 ე.წ NACARA-ს ფორმა – ღირდა 285$ და გახდება 1,800$
  • ფორმა N-400 ნატურალიზაციის ფორმა – იყო 640$ გახდება 1,170$
    წყარო
შეიძინეთ 2020 წლის ქართულ-ამერიკული კედლის კალენდარი

Facebook Comments