USCIS-ის ახალი რეგულაცია

საიმიგრაციო სააგენტომ საჯარო განხილვაზე გამოიტანა ახალი რეგულაცია, რომელიც ჯერ არ შესულა ძალაში, თუმცა კანონის თანახმად და ბიუროკრატიის გათვალისწინებით 2020 წლის გაზაფხულზე ამოქმედდება ცვლილება.

ცვლილება შეეხება თავშესაფრის მაძიებლებს და მხოლოდ მათ. ცვლილების თანახმად საიმიგრაციო სააგენტო მოითხოვს, რათა სამუშაო უფლების გაცემაზე მოიხსნას 30 დღიანი სავალდებულო ზღვარი. სააგენტო ცდილობს ვადების გაგება საერთოდ ამოვარდეს წესებიდან.

დღეისათვის, საიმიგრაციო სააგენტო ვალდებულია თავშესაფრის მაძიებელს მისცეს (დააკმაყოფილოს ან უარი უთხრას) პირველადი მუშაობის უფლება 30 დღის ვადაში, განმეორებითი მუშაობის უფლების მოთხოვნის შემთხვევაში კი 90 დღის ვადაში, თუმცა ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ ეს ვადები ბუნდოვანი იქნება. რეგულაციასთან დაკავშირებული შენიშვნები და კომენტარების მიღება შეწყდება ა.წ. 8 ნოემბერს, რის შემდეგ დამუშავდება მიღებული ინფორმაცია და გადაეგზავნება სააგენტოს ხელმძღვანელს ხელმოსაწერად, წესი ძალაში შევა ხელმოწერისთანავე.

საიმიგრაციო სააგენტოს ხელმძღვანელის კუჩინელის განმარტებით, ეს უნდა გაკეთდეს იმიტომ, რომ სხვა აპლიკანტებს უწევთ განუსაზღვრელი ვადით ლოდინი. რესურსი რომელიც იხარჯება თავშესაფრის მაძიებლებზე წესის მიღების შემდეგ მოხმარდება ისეთ აპლიკანტებს როგორიც არის მაღალპროფესიული მუშახელი და მათი ოჯახის წევრები.

წყარო

Facebook Comments