USCSI მოქალაქეობის მინიჭების კრიტერიუმს ამკაცრებს

1540476420873ახალი ჩანაწერის თანახმად მარიხუანას მოხმარება ჩაითვლება დამაბრკოლებელ გარემოებად, მიუხედავად იმისა, რომ მოხმარება მოხდა ისეთ შტატში სადაც ლეგალურია შენახვა და მოხმარება.

1996 წლიდან ზოგიერთ შტატში ლეგალურია ისეთი (მსუბუქი) ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება როგორიც არის მარიხუანა, მაგრამ მიუხედავად ადგილობრივი კანონმდებლობისა, მარიხუანას მოხმარება ფედერალურ დონეზე მაინც დანაშაულია. სწორედ ამ საკანონმდებლო ლაფსუს გამოიყენებს საიმიგრაციო სააგენტო როდესაც ნატურალიზაციის აპლიკანტის მორალურ ხასიათს შეისწავლის.

გარდა მარიხუანას მოხმარებისა, ნატურალიზაციის აპლიკაციის “მორალური ხასიათის” ანუ მე-V პარაგრაფს დაემატება იმ გადაცდებინების, დარღვევების, კანონდარღვევებისა და დანაშაულების სია რომელიც აპლიკანტს ხელს შეუშლის ან შეაფერხებს მოქალაქეობის მიღების პროცესს.

ნატურალიზაციის პროცესის დროებით შეფერხებასა და უვადოთ გადატანას გამოიწვევს შემდეგი გადაცდებინები, კანონდარღვევები და დანაშაულები:

  • მორალური გადაცდენა და კანონდარღვევა.

რაც მოიცავს შემდეგს; დანაშაული ადამიანის წინაღმდეგ, რაც გულისხმობს ადამიანის ფიზიკურ/მორალურ შეურაცხყოფასა და მისი: რასის, ეთნიკურობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერულ იდენტობის, მრწამსის/რელიგიის, სუბ-კულტურისა და სოციალური ჯგუფის წევრობის ნიადაგზე მიყენებულ შეურაცხყოფას ან ზიანს.

  • დანაშაული ვინმეს ქონების წინააღმდეგ. ნიშნავს როცა განზრახ და შეცნობით აზიანებთ სხვა პირის ქონებას.
  • სექსუალური და ოჯახური ძალადობა.  მოიცავს მეუღლის ჩაგვრას და ცემას. შვილის ჩაგვრას და ცემას. ნებისმიერი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის აქტი, განაკუთრებით მოხუცებულთა მიმართ სასტიკი მოპყრობა. სექსუალური შეურაცხყოფა, გაუპატიურების მცდელობა, გაუპატიურება.
  • დანაშაული ფედერალური ან შტატის ხელისუფლების წინააღდეგ. რაც ნიშნავს თანამდებობის პირის მოსყიდვის მცდელობას, გარიგებას, თაღლითობას, დოკუმენტების გაყალბებას, იარაღის უკანონოდ შეძენა/შენახვა/ტარება, ფულის გათეთრების მცდელობა და გათეთრება, ფულის გათეთრების ხელშეწყობა, გადასახადებისგან ტავის არიდება, დამალვა და შემოსავლის ფაქტების დამახინჯება. ფედერალური ან შტატის არჩევნებში უკანონოდ და უუფლებოდ ხმის მიცემა (ასეთი დანშაულისთვის გათვალისწინებულია 12 თვიანი თავისუფლების აღკვეთა) აშშ მოქალაქოების არქონისას ტყუილის თქმა და დაბრალება რომ გაქვთ მოქალაქეობა (სასჯელი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა)
  • ნებისმიერი სახის დანაშაულისთვის სასჯელის მოხდა 5 ან მეტი წლის ვადით.
  • ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვა/ტარება/მოხმარება.
  • საზღვარგარეთ 180 დღეზე მეტი პატიმრობა, გარდა პოლიტიკური მიზეზისა.
  • სასამართლოზე ფიცის ქვეშ ყოფნისას ცრუჩვენების მიცემა, საიმიგრაციო გასაუბრებაზე ცრუ ჩვენების მიცემა. პოტენციური და ჩადენილის დანაშაულის შეუტყობინებლობა, თანამონაწილეობა.
  • პროსტიტუციაში თანამონაწილეობა, რაც ნიშნავს პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფას და ხელშეწყობას, პროსტიტუტის (ქალი/კაცი) დაქირავება ანდა მცდელობა, პროსტიტუტად მუშაობა,  ტრეფიკინგის ხელშეწყობა.
  • ქვეყანაში პირის უკანონოდ შემოყვანა. რაც გულისხმობს ნებისმისერი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ვინმეს შემოპარება საიმიგრაციო და საზღვრის დაცვის ოფიცრების გვერდისავლით.
  • პოლიგამია – როცა ადამიანს ჰყავს 1-ზე მეტი მეუღლე. 1+ ქმარი ან 1+ ცოლი.
  • უკანონო თამაშობათა ორგანიზება, ხელშეწყობა და მონაწილეობის მიღება. რაც ნიშნავს ხელზე “გამაზვას” ბანქოს თამაში ფულზე, პრივატული ლოტოს, ტოტალიზატორის ანდა კაზინოს მოწყობა.
  • ალკოჰოლიზმი – მუდმივად ალკოჰოლური სასმელების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, სასმელდამოკიდებულება.
  • დამოკიდებული პირის დახმარების უგულველყოფა – არასრულწლოვანი შვილის ფინანსურ გასაჭირში მიტოვება, ან  ქორწინების ბათილად ცნობის შემდეგ ალიმენტებისგან თავის არიდება. საიმიგრაციო სპონსორობის პასუხისმგებლობისგან თავის არიდება.
  • ქორწინებაში ყოფნისას გვერდზე სექსუალური ურთიერთობის ქონა, რაც ოჯახის დანგრევისა და საქმის გაყრამდე მიყვანის საფუძველი აღმოჩნდა.
  • ნებისმიერი უკანონო ქმედება – კანონის ან წესრიგის დარღვევა, საზოგადოების მორალური და ეთიკური სტანდარტების უგულველყოფა. არ აქვს მნიშვნელობა საქმე აღიძრა თუ არა, საკმარისი აღმოჩნდება საიმიგრაციო ოფიცრების მიერ სამეზობლოს გამოკითხვა.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გადაცდებინები, კანონდარღვევები და დანაშაულები გაწერილია INA იმიგრაციის ეროვნულ აქტის 101-ე მუხლში.

წყარო

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.