საიმიგრაციო სააგენტოს ახალი დროებითი ხელმძღვანელი ჰყავს

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ საიმიგრაციო სააგენტოს პოსტზე ახალი დროებითი ხელმძღვანელი პირი დანიშნა, რომელიც უკვე შეუდგა საქმიანობას. ამ პოსტზე დაინიშნა შტატ ვირჯინიის ყოფილი გენ.პროკურორი კენ კუჩინელი. მან ფრენსის ლი ცისნა შეცვალა.

დანიშვნის შემდეგ მოკლე ხანში მან თანამშრომლების ბფრიფინგზე განაცხადა, რომ მისი მუშაობის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს სამხრეთის საზღვრის კონტროლი და თავშესაფრების მინიჭების პროცეუდირის გაუმჯობესება და იმ საკანონმდებლო ლაპსუსები აღმოფხვრა რაც ამჟამად გაგვაჩნია.

ჩვენს სააგენტოს გააჩნია ერთ-ერთი მნიშნელოვანი როლი საიმიგრაციო კოდექსის დაცვის კუთხით და ის არის ქვაკუთხედი ამ ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობისა და ჩვენ უნდა ვიღონოთ ყველაფერი რათა ეს ასე დარჩეს, ჩვენი მიზანი იქნება სისტემის გაუმჯობესება, და ახალი რეგულაციების დაწესებით უკანონობის შეჩერება, რომლითაც ამჟამად სარგებლობს ბევრი არაკეთილსინდისიერი იმიგრანტი

განაცხადა კენ კუჩინელიმ.

ბატონი კუჩინელი ცნობილია მისი ანტი-საიმიგრაციო განცხადებებითა და მოქმედებებით.

  • 2010 წელს ის ცდილობდა ვირჯინიის პოლიციას ჰქონოდა უფლება ეკითხა იმიგრანტებისთვის მათი საიმიგრაციო სტატუსი და დამრღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მისი დეპორტაციის მექანიზმის გამოყენება.
  • ასევე, უარი ეთქვათ მოქალაქეობაზე აქ დაბადებულ ბავშვებს, ვისი მშობლებიც არალეგალურად მოხვდნენ შტატებში.
  • სანამ ვირჯინიის გენ.პროკურორი გახდებოდა ის მუშაობდა ვირჯინიის სენატში, ერთ-ერთი კანონ-პროექტი რომელიც მის სახელს უკავშირდება იყო სამუშაო ადგილზე ინგლისურად ლაპარაკი სავალდებულო წესით და თუ ვინმე არ შეასრულებდა ამ წესს, ბიზნესის მფლობელს უფლება ექნებოდა დაეთხოვა დამრღვევი თანამშრომელი. ხოლო ამ მიზეზით დათხოვნილი თანამშრომელი, შემდგომში ვერ მიიღებდა შტატის უმუშევრობის კომპენსაციას.
  • კიდევ ერთი კანონ-პროექტი რომელიც კუჩინელის ავტორობით შევიდა ვირჯინიის სენატში უკავშირდებოდა არალეგალ იმიგრანტების დასაქმებას. კანონ-პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, კომპანიებს ექნებოდათ უფლება რათა კონკურენტებისთვის სასამართლოში ეჩივლათ და “სავარაუდო” ზარალის შემთხვევაში მისი სრული ანაზღაურება და ყველა იქ დასაქმებული არალეგალი იმიგრანტისვის გამო კომპანიას გადაეხადა 500$ ჯარიმა.

სამოქალაქო აქტივისტებისა და საიმიგრაციო ორგანიზაციების აზრით მისი დანიშვნა ამ პოსტზე ეწინააღმდეგება ქვეყნის ღიაობის პრინციპს და მსგავსი კონსერვატიული აზროვნების მქონე პირი მხოლოდ ხელს შეუშლის მიგრაციას. კუჩინელის კანდიდატურას არც რესპუბლიკულ პარტიაში მიესალმებიან, თუმცა პრეზიდენტმა ტრამპა გამონახა გზა და ის კონგრესის გვერდის ავლას დროებით ხელმძღვანელად დანიშვნით ახერხებს, როდესაც ის პოსტზე ნიშნავს დროებით, ამ შემთხვევაში კანდიდატის საკონგრესო მოსმენა არ არის სავალდებულო.

საიმიგრაციო სააგენტო ბოლო დეპარტამენტია, რომელიც ტრამპის ცვლილების გეგმაში გახლავთ. შეგახსენებთ რომ მანამდე პრეზიდენტმა დაითხოვა შემდეგი სააგენტოების ხელმძღვანელები: FBI , ფედერალური ბრალმდებელი, სახელმწიფო მდივანი, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო და საიმიგრაციო პოლიცია -ICE.

წყარო1 წყარო2

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.