საიმიგრაციო სააგენტომ 206 ადამიანს თაღლითობის ბრალი წაუყენა

საიმიგრაციო სააგენტოს მონაცემებით 206 ადამიანს წაეყენა ბრალი ფიქტიური ქორწინების საშუალებით, თაღლითური გზით “მწვანე ბარათის” მოპოვება, 50 ადამიანი უკვე დაპატიმრებულია და ელოდება სასამართლოს.

ფართომასშტაბიანი სპეც-ოპერაცია შტატ თექსიში რომელიც ჩაატარა საიმიგრაციო სააგენტომ, ბრალი წაეყენა 96 ადამიანს ხოლო კიდევ 50-ს უახლოეს მომავალში წაუყენებენ ბრალს. ყველა შემთხვევა გასული 6 წლის განმავლობაში რეგისტრირებული ქორწინებებია, რომელსაც ვიეტნამური კომპანია უზურნველყოფდა და “მწვანე ბარათის” სანაცვლოდ 50-70 ათას დოლარს იღებდა.

როგორც თექსის შტატის საიმიგრაციო სააგენტოს ხელმძღვანელი ტონი ბრაისონი აცხადებს: ” თაღლითები უმზადებდნენ ყალბ საქორწინო ფოტოალბომს, საგადასახადო ფორმებსა და კომუნალურ ქვითრებს, რითიც დასტურდებოდა წყვილის თანაცხოვრება და თანამეურნეობა. წყვილი ერთხელ ან ორჯერ ხვდებოდა ერთმანეთს, ქორწინების დასარეგისტრირებლად და ინტერვიუს პასუხების მოსამზადებლად, რაშიც კომპანიის თანამშრომლები ეხმარებოდნენ”

საიმიგრაციო სააგენტოს განცხადების თანახმად, 47 პიროვნებას წაეყენა ბრალი თაღლითურ ქორწინებაში, 50 პიროვნებას საფოსტო თაღლითობაში, 51 პიროვნებას საიმიგრაციო თაღლითობა, ხოლო 51 პიროვნებას ცრუ ჩვენების მიცემა. ყველა ამ პიროვნებას ემუქრება 5-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ფედერალურ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

წყარო

Facebook Comments