USICS აცხადებს რომ დააჩქარებს N-400 და I-485 ფორმების განხილვას

შეერთებული შტატების საიმიგრაციო და საზღვრის დაცვის სააგენტო ავრცელებს განცხადებას, სადაც განმარტავს, რომ სააგენტომ მიზნად დაისახა N-400 და I-485 ფორმების დამუშავების პროცესის აჩქარება.

სააგენტოს განმარტებაში ვკითხულობთ შემდეგს: მოყოლებული 2015 წლის ბოლოდან, ჩვენს სააგენტოში შემოსულია დიდი რაოდენობის აპლიკაციები, ამის გამო ბევრი აპლიკანტის პროცესი გახანგრძლივდა. 2016 და 2017 წლებში სააგენტომ ვერ მოახერხა დასახული მიზნის განხორციელება, რამაც გამოიწვია განსახილველი საქმეების დაგროვება. 2016 წელს განაცხადებების რაოდენობა 25.5%-ით გაიზარდა ხოლო 2017 წელს 15.6% სწორე ამის გამო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება არსებული საქმეები გადანაწილდეს აპლიკანტების ახლომდებარე იურისდიქციაში მყოფ ოფისებში.

ჩვენი მიზანია არსებული სიტუაციის შეცვლა და ეროვნული მასშტაბით ახალი სტრატეგიის ამუშავება, რომელიც გულისხმობს არსებული აპლიკანტების საქმეების გადამისამართებას სხვადსხვა ახლომდებარე USICS ოფისებში. აპლიკანტების დაბარება შესაძლოა მოხდეს სხვა ტერიტორიულ იურისდიქციაში მყოფ ოფისებში, სააგენტო ეცდება ყველა აპლიკანტი გამოცდებსა და ინტერვიუებზე დაიბაროს მათთვის ტერიტორიულად ხელსაყრელ ოფისებში. ეს აჩქარების პროცესი შეეხება მხოლოდ N-400 ნატურალიზაციისა და I-485 სტატუსის შეცვლის აპლიკანტებს. ნათქვამია კომუნიკეში.

კომუნიკეს დედანის სანახავად გადადით ამ ბმულზე

Facebook Comments