ა.შ.შ-მ შესაძლოა საქართველოს სანქციები დაუწესოს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს, საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების თაობაზე კანონპროექტი წარედგინა. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრის, მარკვეინ მულინის კანონპროექტს “საქართველოში ბიზნესის კეთების სამართლიანი წესებისა და სანქციების აქტი ჰქვია.”

დოკუმენტის მიხედვით, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დაადგენს, რომ საქართველოში ამერიკული ბიზნესის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან უკანონო მოქმედებები და ზეწოლა იქნება გამოვლენილი, ამ შემთხვევაში პრეზიდენტს ენიჭება უფლებამოსილება საქართველოს მთავრობისა და ცალკეული ფიზიკური პირების მიმართ ეკონომიკური სანქციები დააწესოს.

კანონპროექტის მიხედვით:

“თუ საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოში მოღვაწე ამერიკელ მოქალაქეებთან თუ ბიზნეს-კომპანიებთან გაფორმებული ხელშკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა დადასტურდება, მთავრობასა და ამ დარღვევებთან დაკავშირებულ მოქმედ თუ ყოფილ ჩინოსნებს სანქციები დაუწესდეთ“.

კანონპროექტი საქართველოსთვის შემდეგი სახის სანქციებს ითვალისწინებს:

• აშშ–ის მთავრობის არც ერთმა სააგენტომ (მათ შორის “აშშ-ის ექსპორტ-იმპორტის ბანკმა” და კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-მ) არ გასცეს საქართველოს მთავრობაზე სესხი, საკრედიტო გარანტია, დაზღვევა, დაფინანსება ან სხვა მსგავსი ფინანსური დახმარება. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ჰუმანიტარული საქონლის, სასოფლო-სამეურნეო და სამედიცინო დანიშნულების პროდუქტების გაცემა;

• აშშ–ის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს ფინანსური დახმარება საქართველოსთვის ხელმისაწვდომი აღარ იყოს;

• შესაბამის დარღვევებთან კავშირში მხილებული მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ გამოყენებულ იქნას ზომები მათთვის აშშ-ში ჩასვლის ასაკრძალად და შეერთებულ შტატებში მათი ფულადი ანგარიშები გაიყინოს.

სანქციების შეჩერების, ისევე როგორც ამოქმედების უფლება კანონის მიხედვით პრეზიდენტს ენიჭება.

მარკვეინ მულინის კანონპროექტში არ არის დაკონკრეტებული თუ რომელ ამერიკელ ინვესტორსა თუ კომპანიას შეიძლება ეხებოდეს აღნიშნული ინიციატივა. ის არც დოკუმენტთან არსებულ განმარტებით ბარათშია იდენტიფიცირებული.

ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

წყარო

Facebook Comments

დაგხვეხმარეთ, რათა შევძლოთ სხვების დახმარება

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ იმიგრაციის პროცესი რთულია, განსაკუთრებით მაშინ რთულდება, თუ არავინ გყავს ვინც შეიძლება დაგეხმაროს და დაგაკვალიანოს. ჩვენი საიტის მიზანი სწორედ ეს გახლავთ, დაკვალიანება/დახმარება და იმიგრაციის პროცესის გამარტივება.

სავარაუდოდ ბევრ თქვენგანს დავეხმარეთ კიდეც უკვე, ჩვენი საიტი და ფეისბუქ გვერდი აქტიურ რეჟიმში აქვეყნებს იმიგრაციის პროცესისთვის საჭირო ინფორმაციას და ასევე ვპასუხობთ თქვენს კითხვებს რომელიც ეხება იმიგრაციის პროცესს და აქ დაფუძნებას.

საიტის შენახვა და კონტეტით გამდიდრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, როგორც შენიშნეთ, ჩვენს საიტზე არ იდება რეკლამები, ამიტომაც საიტს არ გააჩნია შემოსავალი გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როცა ჩვენ, საკუთარი ხარჯებით ვფარავთ საიტის ტექნიკური გამართვისა და შენახვის ხარჯებს. სწორედ ამიტომ, გთხოვთ დახმარებას, რათა შენარჩუნდეს ეს საინფორმაციო რესურსი, რომელიც უანგაროდ ემსახურება სათვისტომოს.