COVID-19-ის ვაქცინას შეერთებულ შტატებში ყველა უფასოდ მიიღებს

პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, COVID-19-ის ვაქცინა ქვეყანაში ყველა მსურველისთვის უფასო იქნება.

CNBC-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის დაზღვევის კომპანიებისგან ჩნდება მოლოდინი, რომ ისინი ვაქცინის საფასურს მთლიანად დაუფარავენ ადამიანებს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას თეთრის სახლის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი აკეთებს. მან ასევე დასძინა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვაქცინის შემუშავება წლის ბოლომდე შემუშავდეს.

მათთვის კი, ვისაც დაზღვევა არ აქვს, თეთრის სახლის წარმომადგენლის თქმით, “ჩვენი როლი, როგორც ფედერალური მთავრობის ისაა, რომ უზრუნველვყოთ თითოეული დაუცველი ადამიანისთვის მისი [ვაქცინის] მიწოდება.”

თეთრი სახლი ასევე აცხადებს, რომ ფედერალური თანხების დახმარებით შემუშავებული ვაქცინა, საზღვარგარეთ გაყიდვამდე ამერიკის შიგნით მოხმარდება ხალხს.

წყარო

Facebook Comments