ვიზის გახანგრძლივება

ტურისტული და სხვა კატეგორიის ვიზის გახანგრძლივება 

როგორც წესი, საზღვარზე მესაზღვრე წყვეტს თუ რამდენი ხანი შეგიძლიათ გაჩერდეთ ქვეყანაში, თუმცა ზოგიერთ ადამიანს არ ყოფნის მინიჭებული დრო და უნდა რომ გაიხანგრძლივოს ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დრო. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, პირს რომელსაც საზღვარზე 6 თვიანი ადმისია აქვს პასპორტში, მხოლოდ დამატებით 6 თვე შეუძლია მოიპოვოს, და ისიც მხოლოდ სპეციალური პროცედურის გავლის შემდეგ მოხდება. 

ამ სტატიაში შევეცდები აგიხსნათ თუ როგორ ხდება ვიზის გახანგრძლივების პროცესი, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან მარტივია, მაგრამ ბიუროკრატიის გამო საკმაოდ რთულდება. თუ თქვენ სამსახურეობრივი ვიზა გაქვთ და შტატების ტერიტორიაზე მუშაობის უფლებაც გაქვთ მაშინ უნდა გაგზავნოთ 2 ფორმა: I-129 და I-539, ხოლო თუ უბრალოდ ტურისტულად ხართ, მაშინ იგზავნება მხოლოდ ფორმა I-539.  

პირველ რიგში გაითვალისწინეთ, თუ ქვემოთ მოცემული კატეგორიების ვიზები გაქვთ, თქვენ ვერ გაიხანგრძლივებთ ვიზას 

  • C – ტრანზიტორი. ქვეყანაში გავლით მყოფი პირი, რომელიც ტოვებს საპასპორტო კონტროლის ზონას.
  • D – ბორტის თანამშრომელი, მაგ. ბორტგამცილებელი, თვითმფრინავის/გემის/ პილოტი. 
  • K-1 ან K-2 – პოტენციური მეუღლის/შეყვარებულის ვიზა.
  • S – მოწმე, ინფორმატორის ვიზა.
  • TWOV – უვიზო ტრანზიტორი, რაც ნიშნავს რომ არ გექნებათ უფლება დატოვოთ პასპორტის კონტროლის სივრცე.
  • WT ან WB – უვიზო პროგრამის მონაწილე, ამ დროს საზღვარზე გეძლევათ მწვანე ფორმა I-94W, ნაცვლად თეთრისა. ​
     

თუ თქვენ იმყოფებით შტატების ტერიტორიაზე სამუშაო/სასწავლო ან გავცლითი ვიზით მაშინ შესაძლებელია თქვენი ოჯახის წევრის (იგულისხმება: მეუღლე და 21 წლამდე დაუქორწინებელი შვილი) ვიზის ვადის გახანგრძლივებაც ამ შემთხვევაში იგზავნება მხოლოდ ფორმა I-539. 

იმ შემთხვევაში თუ თქვენ, ნებადართული (ადმისია) ვადა იმაზე ადრე ამოგეწურებათ ვიდრე მის გახანგრძლივებას მოითხოვდით მაშინ აუცილებელი წესით უნდა წარმოადგინოთ შემდეგი სახის მტკიცებულებანი:

გარემოებები და მტკიცებულები, რომლის მიხედვით ნათლად ჩანს რომ თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა ვადაგადაცილება. ასევე, თქვენ ისევ იმყოფებით არასაიმიგრაციო სტატუსის მქონე პირი (ანუ არ გიცდიათ თავშესაფრის მოთხოვნა ან სხვა საიმიგრაციო ცვლილების განხორციელება) და თქვენს წინააღმდეგ არ ამოქმედებულა ქვეყნიდან გაძევების (დეპორტაციას) პროცედურა.

თუ თქვენი პეტიცია დაკმაყიფილდება, მაშინ ფოსტით მიიღებთ წერილს და ყველა საჭირო დოკუმენტაციას, მაგრამ თუ არ დაკმაყოფილდება მოთხოვნა, წერილობითი სახით გეცნობებათ მიზეზი და ბოლო ვადა თუ როდის უნდა დატოვოთ ქვეყანა. სამწუხაროდ საიმიგრაციო კანონი არ ითვალისწინებს ამ პროცედურის გასაჩივრებას (აპელაციას). თუმცა, კანონის თანახმად თქვენ შეგიძლიათ ახალი ფორმა გაგზავნოთ თუ პირობები და გარემოებებია შეცვლილი ან დამატებითი მოწმეებისა და დოკუმენტების მოძიება შეძელით. ასევე ხელახალი პეტიციის გაგზავნა შესაძლებელია თუ დაამტკიცებთ რომ თქვენი საქმის განხილვისას მოხდა საიმიგრაციო პროტოკოლის დარღვევა და საიმიგრაციო ოფიცერმა თქვენი უფლებები შელახა. 

მართალია კანონის თანახმად ეს პროცედურა არც ისე მკაცრია, თუმცა, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის წნეხის გამოგანსაკუთრებულად მკაცრად უდგებიან გახანგრძლივების პროცედურას. ბოლო 2 წელიწადში გახანნგრძლივების პეტიციებზე უარყოფითმა პასუხებმა 95%-ს გადააჭარბა.

თუ თქვენ B1/B2 ვიზის გადაცვლა გსურთ F ან M (სასწავლო) კატეგორიის ვიზაზე მაშინ უნდა წარადგინოთ დამატებითი საბუთები და შევსებული ფორმა I-20

მოსაკრებელი ვიზის გახანგრძლივებაზე არის შემდეგი:

  • V (მოქალაქის მოწვევით ჩამოსული მშობელი ან ახლონათესავი) არასაიმიგრაციო კატეგორიის ვიზა – 370$ საიმიგრაციო და +85$ ბიომეტრული მონაცემების მოსაკრებელი. 
  • A1, A2, A3, G1, G2, G3, G4, G5 კატეგორიის ვიზა – 0$ საიმიგრაციო და +0$ ბიომეტრული მონაცემების მოსაკრებელი.
  • CNMI – 370$ საიმიგრაციო და +85$ ბიომეტრული მონაცემების მოსაკრებელი.
  • ყველა სხვა დანარჩენი სავიზო კატეგორიის პეტიციებისთვის 370$ საიმიგრაციო და +0$ ბიომეტრული მონაცემების მოსაკრებელი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ან ფორმების ჩამოსატვირთათ ეწვიეთ საიმიგრაციო სააგენტოს საიტს ან გაეცანით ამ ბუკლეტს