ქალაქ ნიუ იორკის სანაპირო ზოლში ვეშაპები შენიშნეს

ქალაქ ნიუ იორკის სანაპირო ზოლის წყლებში ვეშაპების რიცხვი 5-დან 272-მდე გაიზარდა, პირველად ვეშაპები ქალაქის აქვატორიაში 2010 წელს შენიშნეს. 2010 წლიდან, 8 წლის განმავლობაში ვეშაპებისა და სხვა მოზრდილი ზღვის ძუძუმწოვრების რიცხვი 540%-ით არის გაზრდილი, რაც ოკეანოლოგების აზრით წყლის დაბინძურების შემცირების გამო ხდება.

ოკეანის ძუძუმწოვართა გამოჩენას უკავშირებენ იმ საკონმდებლო ცვლილებებს, რის გამოც ეკოლოგიური მდგომარეობა ბევრად უკეთესია ქალაქ ნიუ იორკის აქვატორიაში, კერძოდ კი სუფთა წლის აქტი, რომელიც 1972 წელს მიიღეს, გადაშენების პირას მისული სახეობების აქტი რომელიც 1973 წელს მიიღეს და წყლის ძუძუმწოვრების დაცვის აქტი, რომელიც 1972 წელს მიიღეს და 1994 წელს შესწორებები შევიდა მასში. ეკოლოგებს 40 წელი დასჭირდათ წყლის გასაწმენდად და შესაბამისი ეკოსისტემის აღსადგენად, რომელიც ისტორიულად ყოველთვის იყო ქალაქ ნიუ იორკის აქვატორიაში.

ამ აქტების მიღების შემდეგ, ქალაქ ნიუ იორკის აქვატორიაში კვლავ გამოჩნდა ზღვის ის მცენარეები რომელიც პლანეტას ჟანგბადით ამარაგებს და საკვების მთავარი წყაროა თევზებისთვისა და წყლის ძუძუმწოვრებისთვის. ქალაქ ნიუ იორკის აქვარიუმის დირექტორის მაქს პულსინელის განმარტებით, ვეშაპები იდენტიფირებულები არიან და ისინი მიეკუთვნებიან უკბილო ვეშაპთა ოჯახს, რომლებიც ადამიანისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენენ. ვეშაპის ზომები შთამბეჭდავია, ავტობუსის ხელა ძუძუმწოვარი 160-ზე მეტ ტონას იწონის.

ვეშაპების თვალწარმტაცი სანახობის ნახვა შესაძლებელია მაისის დასაწყისიდან ნოემბრის პირველ კვირამდე, ანუ იმ პერიოდში როდესაც ზემოთ ხსენებული პლანქტონი ყვავილობს და მისი ყვავილობა სხვადსხვა ოკეანის ბინადრების მიგრაციას იწვევს.

საინტერესო ფაქტი: მცირე ზოლებიანი ვეშაპის ერთი ეგზემპლიარი 1880 წელს ზღვის დინებამ გამორიყა ქობულეთის მახლობლად. მისი ჩონჩხი ინახება ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ზოოლოგიის განყოფილებაში.

წყარო

Facebook Comments