თეთრ სახლს მოსახლეობისთვის $500 მილიარდის პირდაპირ დარიგება სურს

კორონავირუსით მიყენებული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, ტრამპის ადმინისტრაცია კონგრესს ეკონომიკის ტრილიონიან მასტუმულირებელ გეგმას წარუდგენს

გეგმის ფარგლებში აშშ-ს მთავრობას სურს, 500 მილიარდი დოლარი ამერიკელებს პირდაპირ დაურიგოს. თავის მხრივ, ეს თანხა ორად უნდა გაიყოს და პირველი ნახევარი უახლოეს მომავალში გაიცემა.

გარდა ამისა, ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, 50 მილიარდით დაეხმაროს საავიაციო ინდუსტრიას, მცირე სტიმულირებისთვისა და სხვა საჭიროებებისთვის კი თითქმის 500 მილიარდი გამოყოს.

როგორც აშშ-ის ფინანსური მდივანი ამბობს, მთავრობა უზრუნველყოფს, რომ დახმარება კონცენტრირდეს მოსახლეობის იმ ფენებზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

სტივენ მნუჩინის აზრით, უმუშევრობა, რომელიც ახლა 3.5%-ზეა, უმოქმედობის პირობებში 20%-მდეც კი შეიძლება გაიზარდოს.

ამჟამად აშშ-ში კორონავირუსის 6500-მდე შემთხვევაა აღრიცხული. აქედან 114 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 17 გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის შემთხვევა უკვე აშშ-ს ორმოცდაათივე შტატში აღირიცხა.

წყარო

Facebook Comments