გაფრთხილება – ზვიგენები ლონგ აილენდის სანაპირო ზოლში

Photo Credit: OCEARCH

ოკეანოგრაფიის ფედერალური სააგენტოს ინფორმაციით, პირველად დაფიქსირდა თეთრი ზვიგენი ლონგ აილენდის სანაპირო ზოლში. შტატ ქონექთიქუთისა და ქალაქ ნიუ იორკის შორის ტერიტორიაზე. ზვიგენი თითქმის 10 ფიტის (3მ) სიგრძის გახლავთ ოკეანოგრაფიის სპეციალისტები მოუწოდებენ ახლომდენარე დასახლების მაცხოვრებლებს რომ გამოიჩინონ ყურადღება და სიფრთხილე, როდესაც გავლენ სანაპიროზე და ბავშვები არ დატოვონ ყურადღების გარეშე.

ოკეანოლოგებმა ზვიგენს სახელიც მისცეს და მას კაბოტი ჰქვია. კაბოტი თავდაპირველად დელავერის პორტში შენიშნეს, ხოლო მეორედ უკვე გრინვიჩის პორტში. ზვიგენის ყველა არსებული ნაირსახეობიდან, ადამიანისთვის ყველაზე საშიში სწორედ თეთრი ზვიგენია. საერთაშორისო რეესტრში სადაც აღირიცხება ზვიგენთა თავდასხმები International Shark Attack File-ის მიხედვით, თეთრი ზვიგენის თავდასხმათა რაოდენობა ასე გამოიყურება 1990 წლიდან 2011 წლამდე სულ დაფიქსირდა 139 თავდასხმა, საიდანაც 29 მსხვერპლის დაღუპვით დასრულდა.

ხშირია შემთხვევები როდესაც, ზვიგენები უბრალოდ კბენენ ადამიანებს, საცურაო დაფებს ანდა პლასტმასის მოცურავე შუქურებს. როგორც წესი ზვიგენისთვის ადამიანი არ წარმოადგენს სასურველ მსხვერპლს, მაგრამ ცუდი მხედველობის გამო მას ეშლება ადამიანი, სერფინგის დაფა და სხვა მცურავი საგნები, მას ისინი თევზი ჰგონია და ამიტომაც ესხმის თავს. შარშანდელი მონაცემებით: ფაირ აილენდის სანაპიროზე ორი ბავშვი დაკბინა ქვიშის ზვიგენმა. საბედნიეროდ, მსხვერპლი გადარჩა ცოცხალი.

Facebook Comments