ჯანდაცვის დეპარტამენტის გაფრთხილება: ნილოსის კოღო NYC-ში

A Culex pipiens mosquito is important in the West Nile Virus transmission cycle

ქალაქ ნიუ იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს გაფრთხილებას და მოუწოდებს მოსახლეობას გამოიჩინონ სიფრთხილე დასავლეთ ნილოსის კოღოს მიმართ და თავი დაიცვან სხვადასხვა რეპილენტების (თავდაცვის საშუალება) საშუალებით. ჯანდაცვის დეპარტამენტი იწყებს აქტიურ მუშაობას რათა მოხდეს ამ კოღოს და მისი ლარვას (კვერცხების) განადგურება.

NYC-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, დას.ნილოსის კოღოს პოპულაცია განსაკუთრებით მაღალია: ქუინსის, ბრუკლინისა და სთეითნ აილენდის სამეზობლოებში. სწორედ ამ უბნებში დაიწყება საჰაერო შეწამვლის ოპერაციები. ღამის განმავლობაში ქალაქის მთავრობა თვითმფრინავების დახმარებით გაავრცელებს პესტიციდებს. ასევე, ქალაქის თანამშრომლები გაავრცელებენ ლარვიციდებს საკანალიზაციო მილებსა და ბუნებრივად და ხელოვნურად დაგუბებული წყლის ადგილებში (როგორიც არის პარკებისა და ბაღების გუბურები).

ქალაქ ნიუ იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით დას. ნილოსის კოღო საშიშია ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც აქვს სუსტი იმუნური სისტემა, აივ-ის მქონე პაციენტებისთვის, ასევე, ბავშვებისთვისა და ასაკოვანი ადამიანებისთვის. მისი ნაკბენი იწვევს ძვლის და თავის ტვინის ინფექციებს (ენცეფალიტი და მინინგიტი), ასევე ჰალუცინაციები (ბოდვები). ვირუსის სიმპტომებია: ციებ-ცხელება, სისუტე, დაღლილობა/მოთენთილობა და კუნთების ტკივილი. სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ქალაქ ნიუ იორკში პირველად დას. ნილოსის კოღო 20 წლის გამოჩნდა, მას შემდეგ მის ნაკბენს ემსხვერპლა 490 ადამიანი. ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით ვირუსით ყოველწლიურად ავადდება 47-50 ადამიანი.

დას. ნილოსის კოღოს ვირუსი არ გადადის დაავადებულ პაციენტთან შეხებით, კოცნით ან საერთო მოხმარების ნივთების გამოყენებით. ვირუსი ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ კოღოს ნაკბენით. ქალაქის მთავრობა მოგიწოდებთ, აივნებზე გამოიყენოთ კოღოს დამცავი ბადეები, ჯაკუზისა და აუზის გამოყენების შემდეგ ისინი დაფაროთ რათა კოღომ ვერ შეძლოს კვერცხების დადება. თუ თავად ვერ ახერხებთ ზემოთ ხსენებული საპრევენციო ზომების გატერებას მაშინ დაუკავშირდით მერიას ცხელ ხაზს 311-ზე და სანიტარული სამსახურის თანამშრომლები მოვლენ და დაგეხმარებიან. ქალაქ ნიუ იორკში კოღოების სეზონად ითვლება აპრილი-სექტემბერი, სწორედ ამ პრიოდში ითვლება კულექს პიპიენსის კოღო ვირუსის აქტიურ გადამტანად.

წყარო1 წყარო2 წყარო3

Facebook Comments