მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პანდემიას არ გამორიცხავს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალური ხასიათის საფრთხედ გამოაცხადა.

კომიტეტმა ხუთშაბათს საგანგებო შეკრება დაანონსა. წინა კვირას კი ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ვირუსი ჯერ არ წარმოადგენდა მსოფლიო მასშტაბის საფრთხეს.

მას შემდეგ კი რაც ადამიანიდან ადამიანზე გადადებული ინფექციის შემთხვევათა რიცხვი გაიზარდა, ამ ფაქტმა ორგანიზაციას ხელახლა შეკრებისკენ უბიძგა.

“უფრო სერიოზული მოცულობის საფრთხის რისკით” განუცხადა ორგანიზაციის დირექტორმა ჟურნალისტებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამ შემთხვევას განსაკუთრებულს უწოდებს, რაც დაკავშირებულია სხვა ქვეყნების მოსახლეობის დაინფიცირების სერიოზულ რისკთან და საჭიროებს საერთაშორისო გამოძახილს. წინა შემთხვევებში მოხსენიებულია: ზიკა, ებოლა და H1N1

წყარო

Facebook Comments